28 ნოემბერს საქართველოს საზღვარგარეთ მცხოვრებმა საქართველოს მოქალაქეებმა საზღვარგარეთის ოლქის მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებში დააფიქსირეს საკუთარი არჩევანი, სადაც  საკუთარი ნება ამჟამად არჩეული პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ   3415 ემიგრანტმა გამოხატა.  ხოლო ქალაქები სადაც სალომე ზურაბიშვილმა მიღებული ხმებით  კონკურენტი კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე დაამარცხა ასე გამოიყურება: №12 საარჩევნო უბანი ( ქ. სოფია, ბულგარეთის რესპუბლიკა) ...
  როგორც ცნობილია ცესკოს მონაცემებით, „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ამომრჩეველთა ხმების 59.52% (1 147 627 ხმა) მიიღო და „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე რომელმაც ამომრჩევლის 40.48%-მა (780 633 ხმა) დაუჭირა მხარი მეორე ტურში დაამარცხა. 28 ნოემბერს საქართველოს საზღვარგარეთ მცხოვრებმა საქართველოს მოქალაქეებმაც მიიღეს და გამოხატეს საკუთარი ნება სადაც ამჟამად არჩეულმა პრეზიდენტმა...
ქართველ ებრაელთა სათვისტომო საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ ისრაელიდან ჩამოსულ პიარსპეციალისტის, მოშე კლუგჰაფტის მიმართ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება. სათვისტომო მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ანტისემიტურსა და დისკრიმინაციულს უწოდებს. „ჩვენ, ქართველი ებრაელები, აღშფოთებულები ვართ და ვგმობთ მიხეილ სააკაშვილის ანტისემიტურ და დისკრიმინაციულ განცხადებას მოშე გლუკჰაფტის მიმართ. სააკაშვილის სიტყვები შეურაცხყოფს არა მხოლოდ კონკრეტულ პიროვნებას, მოშე გლუკჰაფტს, არამედ...
DIASPORA.GE-ს დამფუძნებელის განცხადება გრიგოლ ვაშაძის მხარდამჭერების მიერ მის და მისი ოჯახს წევრების მიმართ განხორციელებულ ბულინგთან და მუქარასთან დაკავშირებით ტელეკომპანია იმედის მიერ გაშუქდა.
დიასპორული საინფორმაციო მაუწყებლის DIASPORA.GE -ს დამფუძნებლის და ხელმძღვანელის ავთანდილ გიუნაშვილი განცხადება  საინფორმაციო სააგენტო "პირველი" -ს მიერ უცვლელად გავრცელდა ,  რისთვისაც  დიასპორული მედია მაუწყებლის დამფუძნებელმა სოლიდარული ნაბიჯისათვის მადლობა საჯაროდ გამოუცხადა pia.ge -ს .  
როგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი დიასპორული საინფორმაციო მაუწყებლის DIASPORA.GE -ს და პირადად ჩემს წინააღმდეგ ბოლო პერიოდში ხორციელდება ცილისმწამებლური კამპანია და მედია ტერორი სოციალურ ქსელებში, რაც ჩვენი შეფასებით მიზანმიმართულია შეაფერხოს ჩვენი მუშაობა და შეგვიღუდოს აზრის და სიტყვის გამოხატვის თავისუფლება, რომელიც გარანტირებულია საქართველოს კანონმდებლობით და ევროკავშირის მედიის თავისუფლების ქარტიით. ჩვენს მიერ გადამოწმებული...
"გეორგიას“ პრეზიდენტის ბესიკ შამუგიას განცხადებით, უკრაინაში დიასპორებთან მიმართებაში დგას რიგი პრობლემური საკითხები, რაც იწვევს მათი მუშაობის შეფერხებას და ხელისშეშალს, სხვადასხვა პოლიტიკური თუ პირადული ინტერესების მატარებელი ორგანიზაციები ხელს უშლიან დიასპორული ორგანიზაციების გამართულ მუშაობას და აფერხებენ კვალიფიციურ მუშა პროცესს, ამის შესახებ განცხადება მან უკრაინის ქართველთა ასოციაცია „იბერიელის“ ქართულ კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრში სრულიად უკრაინის...
სტამბოლის ქართველთა სათვისტომო საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და ემიგრანტებს არჩევნებში აქტიურობისკენ მოუწოდებს რათა შენარჩუნდეს საქართველოს სტაბილური განვითარება , ხოლო მათი სათვისტომოს წევრმა ემიგრანტებმა სწორი არჩევანი გააკეთონ :,, ძვირფასო ემიგრანტებო, ჩვენი განსაცდელი ერთია, იქედან გამომდინარე, რომ ვიმყოფებით სამშობლოდან, ოჯახიდან, ახლობლებიდან მოშორებით, უცხო მხარეში სადაც დღითი დღე რთულდება ჩვენთვის, ემიგრანტებისთვის...
სულ მალე იტალიის ქალაქ ნეაპოლში ქართული საკვირაო სკოლა გაიხსნება. - ამ სასიხარულო ამბის შესახებ DIASPORA.GE -ს იტალიის ქალაქ ბარიში მოქმედი ასოციაცია A.I.S.-დან აცნობეს. ასოცაციის დამფუძნებლის ნინა რურუას თქმით:,,  სულ მალე იტალიის ქალაქ ნეაპოლში გაიხსნება ბარის პირველი ქართული საკვირაო სკოლა აისის ფილიალი. ჩვენი მიზანია შეიქმნას ერთიანი, ძლიერი და პროფესიონალებით დაკომპლექტებული დიასპორული ცენტრი...
ფოტო: Facebook დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი დიასპორის წარმომადგენლებს მიმართავს.  მიმართვა სალომე ზურაბიშვილის Facebook-ის გვერდზე გავრცელდა. ზურაბიშვილი აცხადებს, რომ პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში დიასპორის წარმომადგენლების ინტერესების დამცველი იქნება. „მოგმართავთ უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებს, როგორც ემიგრაციაში დაბადებული და გაზრდილი ქართველი, როგორც სამშობლოში დაბრუნებული მოქალაქე და როგორც თქვენი მომავალი პრეზიდენტი. ვიქნები თქვენს გვერდით და პირველივე დღიდან...