დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის ყოფილი მოადგილე ზაალ სარაჯიშვილი  ეხმაურება რამდენიმე დღის წინ საფრანგეთში მცხოვრები ცნობილი ქართველი ჟურნალის გიორგი ფოფხაძის მიერ გაკეთებულ მოსაზრებას ქართულ დიასპორაში სახელმწიფოს შესაბამისი უწყებების მხრიდან თანამემამულეების სანდოებად და არასანდოებად დაყოფის შესახებ და აცხადებს რომ:,,ყოვლად მიუღებელია უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების დაყოფა რელიგიური თუ პოლიტიკური მრწამსის მიხედვით, რადგანაც...
საბერძნეთში ქალაქ თესალონიკში მოღვაწე  ქართველმა ბიზნესმენმა,დიასპორული სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენელმა და თესალონიკში დიასპორული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ელგუჯა მინაძემ საზოგადოებრივი რადიოს გადაცემა მიგრაციის მარშრუტებში თემაზე ,,ახალი ბიზნეს-პლატფორმა დიასპორელი მეწარმეებისთვის" მიიღო მონაწილეობა და განაცხადა რომ : ,,სახელმწიფომ ხელი შეუწყო ქართული ემიგრაციის დაქსაქსვას, ეს უნდა ითქვას აუცილებლად უნდა გავიმეოროთ ყოველთვის უნდა ვისაუბროთ ამაზე, ქართულმა ხელისუფლება...
ინდიანას შტატის ანგლიკანურმა ეკლესიამ, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის პოლიტიკის მიმართ რომელსაც ის ახორციელებს იმიგრაციის წინააღმდეგ პროტესტი პატარა იესოს, ყოვლადწმიდა მარიამისა და იოსების ქანდაკებების  საპყრობილეში ჩასმით გამოხატა. ეკლესიის მოძღვრების განმარტებით მათ ამგვარი პროტესკენ იმ ფაქტმაც უბიძგათ რომ ბიბლიური ოჯახის წევრებიც მიგრანტები იყვნენ. ეკლესიის მქადაგებელმა დასძინა, რომ ეს თეთრი სახლის ლიდერის „ნულოვანი...
27-28 მაისს თბილისში, სასტუმრო ბილტმორში სახელმწიფოს მხრიდან ორგანიზებული დიასპორის ფორუმი ჩატარდა,სადაც როგორც გასულ წლებში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან მომხსენებლები იყვნენ მიწვიულები. რაც შეეხება მიწვეულ მომხსენებლებს მათ სახელმწიფოს მხრიდან შესაბამისი ორგანიზატორი სახელმწიფო უწყება არჩევს და წლებია ამ საკითხთან დაკავშირებით კითხვები არსებობს თუ რა კრიტერიუმებით არჩევს სახელმწიფო მათ. სწორედ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საფრანგეთში...
ელჩების მინიმუმ 80 % დაკავებულია კოქტეილის სმით და ბიუჯეტის ხარჯზე ოჯახის ფუფუნებაში ცხოვრებით, ეს კი დაუშვებელია. იმდენად გათავხედებულია ზოგიერთი მათგანი, დეოკუპაციაზე და სხვა ქართულ ინტერესებზე ზრუნვა კი არა, ჩვენს ემიგრანტებს არ ეკონტაქტებიან საზღვარგარეთ და ჩვენი ხალხი პრაქტიკულად მიტივებული არიან ბედის და რისკების ამარა. როგორ გინდათ ამ მოცემულობაში პროგრესის მიღწევა...
საქართველოს პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ზვიად კვაჭანტირაძემ საფრანგეთში ვიზიტის ფარგლებში სტრასბურგთან ახლოს დაკრძალული ქართველი თანამემამულის იურისტის, მეცნიერის, საერთაშორისო სამართლის დარგის სპეციალისტის, ევროპის ხალხთა კონგრესის პრეზიდენტის, ევროპის ფედერალისტური მოძრაობის ცენტრალური კომიტეტის წევრის, ევროპული ფორმაციის ინტერნაციონალური ცენტრის ბიუროს ვიცე–პრეზიდენტის, სპორტსმენის, მთამსვლელის და  "აკადემიური პალმის" ჯილდოს კავალერის მისელ მუსხელის (მიხეილ მუსხელიშვილის)...
გერმანიის ფედერალური კანცლერის, ანგელა მერკელის შეფასებით, მიგრაციის პრობლემის გადასაწყვეტად გერმანიამ და მთლიანად ევროკავშირმა სასურველ შედეგს ვერ მიაღწიეს. ამის შესახებ რადიო თავისუფლება წერს. პარლამენტში გამოსვლისას მერკელმა განაცხადა, რომ ევროპის წინაშე ბევრი გამოწვევაა, თუმცა, ევროკავშირისთვის შესაძლოა, საბედისწერო გახდეს სწორედ მიგრაციის თემა და დაუშვებელია, რომ ამ საკითხში უთანხმოებამ გამოიწვიოს ევროკავშირის დანგრევა. ფედერალურმა კანცლერმა აღნიშნა, რომ...
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის სახელწოდების მქონე სტრუქტურას ძირითად ამოცანებად განსაზღვრული  აქვს ქვეყნის შიგნით კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფ უცხოელთა აღმოჩენისა და იდენტიფიცირების უზრუნველყოფა, მის კომპეტენციაში შედის ასევე კანონმდებლობით დადგენილი წესით კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფ უცხოელთა გაძევების განხორციელება და უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ საქართველოს მიერ გაფორმებული შეთანხმებების განხორციელების მიზნით შესაბამისი ღონისძიებების...
დიასპორულ ორგანიზაციებს მიმღებ ქვეყნებში მნიშვნელოვანი როლი აკისრიათ . მთავარი მიზანი მიმოფანტული ქართველების გაერთიანება, მათი დახმარება და საკუთარი ნიჭისა თუ უნარ ჩვევების რეალიზაციაში ხელის შეწყობა გახლავთ. დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, დიასპორის განსაკუთრებული მნიშვნელობა მრავალი ფაქტორით არის განპირობებული. ამათგან ყველაზე მნიშვნელოვანი მიზანი დიასპორის ერთიანობის, სიძლიერისა და სამშობლოსთან მჭიდრო კავშირის განვითარების უზრუნველყოფა გახლავთ. ნებისმიერ...
დონალდ ტრამპს არალეგალი მიგრანტების ქვეყნიდან გაძევება სამართალწარმოების გარეშე სურს. ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა სოციალურ ქსელ Twitter-ის საკუთარ გვერდზე დაწერა. „ჩვენ ვერ დავუშვებთ, რომ ეს ადამიანები ქვეყანაში შემოიჭრან. ისინი დაუყოვნებლივ, სამართალწარმოების გარეშე უნდა დავაბრუნოთ იქ, საიდანაც ჩამოდიან. ჩვენი სისტემა – ეს არის კარგი საიმიგრაციო პოლიტიკის, კანონისა და წესრიგის დაცინვა“,...