არსებობს თუ არა ე.წ ,,შავი სია” და ყოფს თუ არა სახელმწიფო დიასპორაში თანამემამულეებს სანდოებად და არასანდოებად

0
2147

27-28 მაისს თბილისში, სასტუმრო ბილტმორში სახელმწიფოს მხრიდან ორგანიზებული დიასპორის ფორუმი ჩატარდა,სადაც როგორც გასულ წლებში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან მომხსენებლები იყვნენ მიწვიულები. რაც შეეხება მიწვეულ მომხსენებლებს მათ სახელმწიფოს მხრიდან შესაბამისი ორგანიზატორი სახელმწიფო უწყება არჩევს და წლებია ამ საკითხთან დაკავშირებით კითხვები არსებობს თუ რა კრიტერიუმებით არჩევს სახელმწიფო მათ. სწორედ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საფრანგეთში მცხოვრებმა თანამემამულემ, ცნობილმა ჟურნალისტმა გიორგი ფოფხაძემ საკუთარი პოზიცია დააფიქსირა და განაცხადა რომ: ,,[წელს] კონფერენცია ჩაატარეს ემიგრანტების და იქ არ მიმიწვიეს “არასანდო” ადამიანი არისო Rati Bregadze რამეს ხო არ ვაკლებ ? , მოწვეულები იყვნენ ადამიანები, ვინც საგარეომ ჩათვალა რომ, ისინი “საჭირონი” იყვნენ ფორუმზე ყოფილიყვნენ, რომ მათი აზრი შესაძლებელია ყოფილიყო საინტერესო, რომ მათი მუშაობა კონკრეტულ ჯგუფებში იქნებოდა საჭირო და აუცილებელი .. იყო ასე? კი იყო… სამწუხაროა მაგრამ, ფაქტია… “

რასაც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორი რატი ბრეგაძე გამოეხმაურა და მისი განცხადებით : ,,ფორუმზე დარეგისტრირება შეეძლო ნებისმიერ დაინტერესებულ პირს სამინისტროს ვებ-გვერდის მეშვეობით. ინფორმაციას ვავრცელებდით ყველა შესაძლო არხით. ადგილები თითქმის სულ შევსებული იყო. მოვიდა უამრავი ადამიანი, რომელთა გარკვეულ ნაწილს კრიტიკული მოსაზრებებიც ქონდა და ეს სავსებით ნორმალური და მისაღებია დემოკრატიის პირობებში. ამ ყველაფრიდან გამომდინარე “არასანდოობასთან დაკავშირებული შეფასებები ფაქტობრივ საფუძველს მოკლებულია. წელს დიასპორიდან მომხსენებლებად წარმოდგენილნი იყვნენ ორგანიზაციების ხელმძღვანელები და საკვირაო სკოლების პედაგოგები…  “შავი სია” ბუნებაში არ არსებობს და ნამდვილად არ მინდა, რომ ასე იყოს აღქმული იმიტომ რომ პირადად ჩემთვის ამას დიდი მნიშვნელობა აქვს და როდესაც საქმე ეხება სახელმწიფოს იქ რაიმე სახის დაყოფა ყოვლად მიუღებელია და ამია წინააღმდეგ ყოველთვის ვიყავი და ვერც ახლა დავუშვებ მსგავს რამეს.” -განაცხადა დეპარტამენტის დირექტორმა. 

სახელმწიფოს მხრიდან  ,,არასანდო” თანამემამულეების და ე.წ. ,,შავი სიის არსებობის” შესახებ მოსაზრება უკვე მრავალი წელია რაც მუსირებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში არსებულ ქართულ დიასპორებში.