ზაზა სარალიძე მკვლელის დაუყოვნებლივ დაკავებას ითხოვს. 

0
3327
ხორავას ქუჩაზე მოკლული ერთ-ერთი მოზარდის, დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე მოზარდების მკვლელობის საქმეზე მიხეილ კალანდიას დაუყოვნებლივ დაკავებას ითხოვს. – ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს ეზოში ამ წუთებში საპროტესტო აქციას მართავს. 
სარალიძემ დღეს ეს მოთხოვნები კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელს გააცნო. თუმცა ერთ საათიანი შეხვედრის შემდეგ  სარალიძემგანაცხადა, რომ კალანდიას ხელს აფარებენ, რის გამოც პროტესტის ნიშნად შს სამინისტროს დატოვებას არ აპირებს. მისივე განცხადებით, არ შეხვდება შს სამინისტროს არცერთ მაღალჩინოსანს, მათ შორის არც მინისტრ გახარიას.
 
როგორც ზაზა სარალიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, აქციის დაწყებამდე ის ცოტა ხნის წინ, კრიმინალური პოლიციის ხელმძღვანელს შეხვდა, სადაც მ.კ-ს დაკავების შესახებ მოთხოვნა დააყენა. ზაზა სარალიძის განმარტებით, კრიმინალური პოლიციის ხელმძღვანელმა მას განუმარტა, რომ მ.კ-ს დაკავებისთვის არანაირი მტკიცებულება არ არსებობს. სარალიძე ამბობს, რომ მ.კ-ს ხელს აფარებენ. 
 
„კრიმინალური პოლიციის დირექტორს შევხვდი, რომელიც მიმტკიცებს, რომ მტკიცებულებები არ არსებობს და ვერ დაიჭერენ კალანდიას. მტკიცებულებები არსებობს უკვე და ხელის დაფარება უნდათ. დააფარონ, აქ ვიჯდები, სანამ არ დაიჭერენ. ახლა მაინც ხომ ვერ იტყვიან იმას, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ უდგას გვერდშიო? – ვიდგები აქ! 
 
არანაირი პირობა არ მოუციათ, კიდევ იმას იძახიან, რომ დრო უნდათ. დრო გავიდა – უკვე შვიდი თვე. ხელს აფარებენ. მინისტთან შეხვედრას აზრი არ აქვს, მინისტრმა არ იყო რომ თქვა, 4 დეკემბერს, რომ ყველაფერს მოვრჩითო?! მინისტრი სახლში უნდა წავიდეს საერთოდ, არ არის გასაჩერებელი, მატყუარა, აფერისტია. საქმის თავიდან შეკერვა უნდათ, დროს წელავენ. სპეციალურად“, – განაცხადა ზაზა სარალიძემ.