22 იანვარს, ქ. ლონდონში ვიზიტად მყოფმა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ბრიტანეთში ქართველ სტუდენტებთან საჯარო შეხვედრა გამართა საქართველოს საელჩოში.
სტუდენტებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს ელჩმა დიდ ბრიტანეთში თამარ ბერუჩაშვილმა. შეხვედრის ფარგლებში, განათლების მინისტრმა ისაუბრა ქვეყანაში მიმდინარე განათლების სექტორის რეფორმაზე და ქართველი სტუდენტების მიერ დასმულ შეკითხვებს
20 იანვარს, განათლების საერთაშორისო ცენტრში იტალიის უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან შედგა შეხვედრა. ღონისძიება, იტალიის საელჩოსა და განათლების საერთაშორისო ცენტრის ორგანიზებით, საუნივერსიტეტო მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ჩატარდა.
შეხვედრას იტალიაში სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებით დაინტერესებული საზოგადოება დაესწრო. პრეზენტაციაზე იტალიის აქვილასა და მოდენას უნივერსიტეტების წარმომადგენლებმა სტუდენტებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების, უნივერსიტეტში მიღებისა თუ სწავლის...
საქართველოს განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის მინისტრს, მიხეილ ბატიაშვილს შვიდი მოადგილე ეყოლება. მოადგილეების დანიშვნის შესახებ ინფორმაცია სამინისტროს ვებგვერდზე განთავსდა.
მიხეილ ბატიაშვილის პირველი მოადგილე მიხეილ გიორგაძე იქნება. მინისტრის მოადგილეები ასევე იქნებიან: ლია გიგაური, თეიმურაზ მურღულია, ალექსანდრე თევზაძე, ლევან ხარატიშვილი, შალვა გოგოლაძე და ირინე აბულაძე.
განათლების საერთაშორისო ცენტრის მიერ საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელების მსურველთათვის სასტიპენდიო პროგრამები გამოცხადდა შემდეგ სასტიპენდიო პროგრამებზე:
საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამები - სასტიპენდიო პროგრამის მიზანია, საქართველოს მოქალაქეებისთვის, პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელთათვის უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის ხელმისაწვდომობის ამაღლება.
საერთაშორისო სადოქტორო პროგრამები - პროგრამის მიზანია, ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარებისათვის...
მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMPD) მხარდაჭერით, ევროკავშირის პროექტის ENIGMMA 2-ის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ განხორციელებული პროექტის ფარგლებში 2018 წლის ნოემბერში საბერძნეთის რესპუბლიკაში საქართველოს ახალგაზრდა ელჩად ლიკა ჯანელიძე დაინიშნა, რომელმაც ამ მცირე პერიოდში უკვე რამდენიმე კულტურული სახის პროექტი განახორციელა და მომდევნო წელსაც არაერთ საინტერესო ღონისძიებას გეგმავს ჩვენი...
18 დეკემბერს მიგრაციის საერთაშორისო დღეს, ათენში, სასტუმრო ,,ბესტ ვესტერნ კანდიაში“, საბერძნეთ- საქართველოს სტუდენტთა და ახალგაზრდა ასოციაციის ეგიდით „საბერძნეთში წლის ქართველი სტუდენტის“ დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა, 2017 წლის გამარჯვებული შესარჩევი კომისიის გადაწყვეტილებით ათენის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი თეონა ბერიძე გახდა. რომელსც ჯილდო ასოციაციის პრეზიდენტ ლიკა ჯანელიძესთან ერთად საბერძნეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა...
ბოლო მონაცემებით საქართველოს საზღვრებს გარეთ მლნ 700 000 ათასზე მეტი საქართველოს მოქალაქე გადაადგილდა და მათმა უმრავლესობამ ადგილსამყოფელი ქვეყნის ენა სამშობლოს დატოვების დროს არ იცოდა, მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში მცხოვრების ჩვენი თანამემამულისაგან ხშირად გაიგებ ფრაზას რომ:,,ყოველ ჯერზე, როდესაც უცხოელს უნდა დაველაპარაკო უხერხულობას ვგრძნობ, ვნერვიულობ, მავიწყდება ყველაზე მარტივი სიტყვები და ძლივს ვახერხებ რამდენიმე წინადადების...
საბუთების გამოგზავნის ბოლო ვადაა 10 მაისი.კონკურსისათვის სპონსორობის გაწევის მსურველებს გთხოვთ
დაუკავშირდეთ:info@satvistomo.de.
კონკურსის პირობები
კონკურსში მონაწილე სტუდენტები უნდა იყვნენ საქართველოს მოქალაქეები და მიმდინარე წელს უნდა სწავლობდნენ გერმანიის რომელიმე უმაღლეს სასწავლებელში დამამთავრებელ სტადიაზე ანუ უნდა იყვნენ სწავლების ბოლო ან ბოლოს წინა სემესტრზე (რაც ნიშნავს, რომ წარმატებით უნდა ჰქონდეთ ჩაბარებული გამოცდების უმეტესი ნაწილი და უნდა ემზადებოდნენ დიპლომის დასაცავად, სახელმწიფო გამოცდის...
თსუ-ს 100 წლის იუბილესთან დაკავშირებული ღონისძიებების ფარგლებში, საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტმა ტრეფიკინგთან ბრძოლის ევროპის საბჭოს კონვენციის ძალაში შესვლის 10 წლის იუბილესა და ლტოლვილთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ კონფერენციას უმასპინძლა.
თსუ საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტი წლების მანძილზე ხელს უწყობს ტრეფიკინგის, თავშესაფრისა და მიგრაციის საკითხებზე კვლევასა და ცნობიერების ამაღლებას. 2018 წლის ყოველწლიური კონფერენციის თემატურ პანელებზე...
ათენში მოღვაწე ქართველი მღვდელმსახური არქიმანდრიტი თეიმურაზ -სინესიოს კალანდაძე ფაზისის აკადემიის აკადემიკოსად აირჩიეს. ამ მოვლენას მამა თეიმურაზიც გამოეხმაურა : ,, ბერძნული მითოლოგიის ერთ-ერთი გმირი იყო აკადემოსი. მისი სახელი ეწოდა ათენის შემოგარენ მხარეს (დღეს ეს ადგილი უკვე ათენის ცენტრია). ამ ადგილას პლატონმა დაახლოებით ჩვენს წელთაღრიცხვამდე 387 წელს დააარსა რელიგიურ-ფილოსოფიური კავშირი და...

































