ზვიად გონაძე სტრასბურგში ქართულ საკვირაო სკოლას ეწვია.

0
1637

საქართველოს საგარო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ზვიად გონაძემ საფრანგეთში ვიზიტის ფარგლებში სტრასბურგში გახსნილი ქართული საკვირაო სკოლა მოინახულა.

აღსანიშნავია, რომ სკოლა ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობობაში იფუნქციონირებს. სკოლა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დახმარებით აღიჭურვა, მოეწყო სასწავლო კლასი, მიეწოდა შესაბამისი საგანმანათლებო და შემეცნებითი ლიტერატურა. საკვირაო სკოლის ფარგლებში სხვა აქტივობებთან ერთად დაგეგმილია კულტურული ღონისძიებების გამართვა საფრანგეთის სხვადასხვა რეგიონში მცხოვრები ქართველებისთვის. საკვირაო სკოლაში 80-მდე ბავშვია დარეგისტრირებული, რომელთაც ჩაუტარდებათ გაკვეთილები ქართულ ენასა და ლიტერატურაში, ისტორიაში და ხელოვნებაში. აღსანიშნავია რომ სტრასბურგში საკვირაო სკოლის დაფუძნება ასევე შესაძლებელი გახდა დიასპორასთან ურთიერთობის საპარლამენტო კომიტეტის ხელშეწყობით.