Home ესპანეთი

ესპანეთი

იტალიის,საბერძნეთისა და საფრანგეთის შემდეგ, საგანგებო მდგომარეობის პირობებში მოქალაქეებს სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს ესპანეთის ხელისუფლებაც. ქვეყნის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი მოქალაქეებს მიმართავს, აუცილებლობის გარეშე სახლიდან არ გავიდნენ. ქვეყანაში ფუნქციონირება შეწყვიტეს მუზეუმებმა, კულტურულმა ცენტრებმა, გაუქმდა სპორტული ღონისძიებები. რესტორნები და კაფეები კი მომხმარებლებს მხოლოდ ადგილზე მიტანის სერვისს სთავაზობენ.
ესპანეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ბარსელონის ერთ-ერთი სკოლის შენობიდან გუშინ გამოსახლებული ქართველი ოჯახები მოლაპარაკებების შემდეგ ჰოსტელში მხოლოდ ერთი დღით დატოვეს. ისინი ესპანეთში თავშესაფრის მიღებას ითხოვენ. საქართველოს მოქალაქეებთან მუდმივ კონტაქტზეა საქართველოს კონსული ბარსელონაში. არ არის გამორიცხული, საქართველოს მოქალაქეების ნაწილს ქვეყნის დატოვება აიძულონ. „მოხდა გამოსახლება, როგორც მოქალაქეები ამბობენ, ყოველგვარი წინასწარი გაფრთხილების გარეშე. შეხვედრა...
ესპანური მედიის ცნობით ესპანეთში უბედური შემთხვევა მოხდა. ტარაგონაში 5 წლის ქართველი გოგო ზღვაში დაიხრჩო. სამართალდამცველების ცნობით, მცირეწლოვანი მშობლებთან ერთად დასასვენებლათ იყო ჩასული. საგანგებო სიტუაციების სამსახურის წარმომადგენლები ჰყვებიან, რომ ბავშვი წყალში საცურაო კამერით იყო ჩასული, თუმცა დინებამ ის ნაპირიდან 300 მეტრის სიშორეზე გაიტაცა და გოგომ უკან მობრუნება ვეღარ შეძლო. მცირეხნიანი ძებნის შემდეგ მაშველებმა ბავშვი...
ესპანეთში, ევროპარლამენტის არჩევნებში პრემიერმინისტრის პედრო სანჩესის სოციალისტური პარტია ლიდერობს. ეგზითპოლების თანახმად, სოციალისტები ხმების 30%-ზე მეტს აგროვებენ, კონსერვატიული „სახალხო პარტია“ კი 18%-ს დასჯერდება. ესპანეთის მოქმედი პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი ევროპის პარლამენტის არჩევნების დიდი გამარჯვებული გახდა, მისმა სოციალისტურმა  პარტიამ ესპანელების ხმების უმრავლესობა მიიღო, რის შედეგადაც მას უფრო მეტი მანდატი ეყოლება და მეტი გავლენა ექნება ...
როგორ მოვიპოვოთ ესპანეთში, ცხოვრების და მუშაობის უფლება. რჩევები ემიგრანტისგან გიორგი ქართველი რომელიც წლებია ესპანეთში ცხოვრობს წარმოგვიდგენს  რას საფრთხეები და სირთულეები არის გადასალახი იმისთვის რომ ლეგალურად იცხოვროთ და იმუშაოთ ესპანეთში:  
გენდერულად ყველაზე დაბალანსებული პარლამენტი ესპანეთმა აირჩია 2019 წლის აპრილში ესპანეთში რიგგარეშე არჩევნები ჩატარდა, 21 მაისს კი ახლად არჩეულმა პარლამენტმა ფიცი დადო. ქვეყნის ახალი პარლამენტის შემადგენლობაში ქალი დეპუტატების უპრეცედენტო დიდი რაოდენობა- 47% შევიდა, უფრო მეტი ვიდრე ნებისმიერ ევროპულ საკანონმდებლო ორგანოში. საერთო ჯამში, ქალებს 350-დან 165 საპარლამენტო მანდატი აქვთ. მსოფლიო ბანკის...
ინტერვიუ leeza-სთან ახალგაზრდა ქართველი სოლო მომღერალი და ასევე ბენდის double face -ს წევრი.ახალგაზრადა ქართველი მომღერალი აქტიური მოღვაწეა აქვს საკუთარი ნამუშევრები და ქოვერები.ამჟამად leeza  ესპანეთში იმყოფება და ესპანური  new voice -ში შემდეგ ეტაპზე გადასვლას ცდილობს. https://www.youtube.com/watch?v=nkZ28f7y7Uc -როგორ მოხვდით ესპანეთში? - ესპამეთში ბოლო ოთხი წლის მანძილზე რამოდენიმეჯერ ჩავედით და მოგვიხდა ქართულ დიასპორასთან კონცერტის გამართვა ,ქართველებისთვის და არა...
ესპანეთი საქართველოს მოქალაქეებს თავშესაფარს არ მისცემს- ამის შესახებ ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრჟოზეფ ბორელ ფონტელიესი აცხადებს. ესპანური გამოცემა cope.es-ის ცნობით, ეს განცხადება ესპანეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა თავის ქართველ კოლეგა დავით ზალკალიანთან შეხვედრაზე გააკეთა. „ეს ნაკადი უნდა შემცირდეს და ამ ადამიანებმა არ უნდა ხარჯონ დრო და ფული ამოცანებზე, რომლებიც ვერ შესრულდება. საქართველოში ბოლო წლებში სიტუაცია არ შეცვლილა, თუმცა თავშესაფრის...
ესპანეთში, უცხოელების დაკავების ცენტრიდან იმიგრანტების გაქცევის მცდელობის დროს 11 პოლიციელი დაშავდა. ინციდენტი მადრიდში მოხდა. ადგილობრივი პრესის ცნობით, ძირითადად ალჟირელი 80-მდე პირი ტერიტორიის დატოვებას ძალის გამოყენებით შეეცადა. არეულობის დროს დაშავებული სამართალდამცველებიდან ორის მდგომარეობა მძიმეა. უცხოელების დაკავების ცენტრში, ამ მომენტისთვის ესპანეთიდან გაძევების მოლოდინში 170 პირი იმყოფება. ევროპაში დარჩენის სურვილით, ცენტრში მყოფები ცენტრის ტერიტორიის დატოვებას ხშირად ცდილობენ. აგვისტოში მომხდარი...
პედრო სანჩესი მარიხუანა ლეგალიზების შესახებ დებატებს თავს არიდებს ოპოზიცია კი ლეგალიზაციას ითხოვს , ესპანეთის პარლამენტში მემარცხენე პარტია „პოდემოსი“ მარიხუანას ლეგალიზების ინიციატივით გამოვიდა. როგორც გამოცემა El Pais-ი წერს, „პოდემოსის“ წევრებს პარლამენტში მარიხუანას კულტივაციის, გაყიდვისა და მოხმარების ლეგალიზების შესახებ დებატების დაწყება სურთ. პარტიაში მიიჩნევენ, რომ სახელმწიფომ უნდა აიღოს საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა მარიხუანას წარმოების ლიცენზიების...