ესპანეთში, ტარაგონაში 5 წლის ქართველი გოგო ზღვაში დაიხრჩო

0
1566

ესპანური მედიის ცნობით ესპანეთში უბედური შემთხვევა მოხდა. ტარაგონაში 5 წლის ქართველი გოგო ზღვაში დაიხრჩო. სამართალდამცველების ცნობით, მცირეწლოვანი მშობლებთან ერთად დასასვენებლათ იყო ჩასული. საგანგებო სიტუაციების სამსახურის წარმომადგენლები ჰყვებიან, რომ ბავშვი წყალში საცურაო კამერით იყო ჩასული, თუმცა დინებამ ის ნაპირიდან 300 მეტრის სიშორეზე გაიტაცა და გოგომ უკან მობრუნება ვეღარ შეძლო.

მცირეხნიანი ძებნის შემდეგ მაშველებმა ბავშვი წყლიდან ამოიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ მოახერხეს

ესპანეთში, ზღვაში დაღუპული 5 წლის გოგონა რუსთვის საკრებულოს წევრის, დავით იშხნელის შვილია. იშხნელი, როგორც ცნობილია, საკრებულოს წევრი „ოცნებიდან“ გახდა. არსებული ინფრომაციით, დეპუტატის ოჯახი ესპანეთის სანაპიროზე, კერძოდ, ტარაგონაში სამ შვილთან ერთად ისვენებდა. 5 წლის ბავშვი სანაპიროზე, საცურაო ლეიბზე იწვა, როცა ტალღებმა გაიტაცეს. მაშველებმა წყლიდან ამოიყვანეს, მაგრამ 5 წლის ბავშვის გადარჩევა ვერ მოხერხდა.