ანიტა რაჭველიშვილის და თეა დარჩიას პერფორმანსი მეტროში

0
901

სოციალურ ქსელში გავრცელდა მეტროში გადაღებული ვიდეო, სადაც თეა დარჩია ცეკვავს და მომღერალი ანიტა რაჭველიშვილი „კარმენს“ ასრულებს. სკამებზე სხედან მუსიკოსები. დამსწრე საზოგადოებას შორისაა მაესტრო ნიკოლოზ რაჭველი. ანიტას თან ახლავს თავისი საყვარელი ძაღლიც.

31 მაისს ამ უნიჭიერესი მუსიკოსების ფესტივალი იწყება, კონცეპტArt-თან და ფონდ "იავნანასთან" ერთად. ბილეთები იყიდება Biletebi.geეს ფანტასტიკური იდეა და მისი განხორციელება , ეკუთვნის თეონა ჯორბენაძეს!!! ვიდეოს ავტორი იულია დავიდენკო♥️♥️♥️🙏🏻🙏🏻🙏🏻#TeaDarchia #Tedasi #TedasiFriends

Gepostet von Tea Darchia am Dienstag, 28. Mai 2019

ეს ვიდეო თეა დარჩიამ გადასაღები მოედნიდან გაავრცელა. პროდიუსერი თეონა ჯორბენაძე საფესტივალო კლიპს იღებს. ვიდეოში ახალი თაობის მუსიკოსები უკრავენ, რომელთა მონაწილეობით 31 მაისს კონცეპტAრტ- ის და ფონდ იავნანას ერთობლივი ფესტივალი იწყება.

დაწვრილებით ამ ფესტივალზე ფესტივალის იდეის ავტორი და პროდიუსერი თეო ჯორბენაძე მოუყვა პრაიმტაიმის ჟურნალისტს

ხელოვანთა კავშირი კონცეპტAრტ და ფონდი „იავნანა“ 31 მაისიდან 7 ივნისის ჩათვლით, ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმში წარმოგიდგენთ ახალი თაობის მუსიკოსების ფესტივალს – თჰე Nეწ Gენერატიონ Mუსიც Fესტივალ. მასში მონაწილეობას მიიღებენ საერთაშორისო კონკურსებისა და ფესტივალების ლაურეატები, ახალგაზრდა და პატარა მუსიკოსები, რომლებიც უკვე წლებია სოლო კონცერტებს მართავენ სიმფონიურ ორკესტრებთან საქართველოსა და მსოფლიოს პრესტიჟულ საკონცერტო დარბაზებში.

ფესტივალისთვის საუკეთესო მუსიკოსები შეიკრიბნენ:

სანდრო სიდამონიძე (ჩელო),

გიორგი გიგაშვილი (ფორტეპიანო),

სანდრო ნებიერიძე (ფორტეპიანო),

სანდრო გეგეჭკორი (ფორტეპიანო),

დავით ხრიკული (ფორტეპიანო),

ანნა ჭანია (ვიოლინო),

ანასტასია აღლაძე (ვიოლინო),

ნანუკა გოლიაძე (ფლეიტა),

რეზი მარშანია (ფორტეპიანო),

ლიზი რაზმაძე (ფორტეპიანო). საქართველოს  წარმატებული მუსიკოსები  ფესტივალის ფარგლებში 3 კონცერტით წარდგებიან მაყურებლის წინაშე კონცერტები გაიმართება 31 მაისს, 3 და 7 ივნისს.

აი კიდევ ვინ იცეკვა!!!♥️♥️♥️

Gepostet von Tea Darchia am Dienstag, 28. Mai 2019