ზვიად გონაძემ საფრანგეთში ქართული დიასპორის გამოჩენილი წარმომადგენლის მიშელ მესხელის საფლავი გვირგვინით შეამკო.

0
1483

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ზვიად გონაძემ  საფრანგეთში ვიზიტის ფარგლებში პატივი მიაგო ქართული წარმოშობის მეცნიერის, ქ.სტრასბურგის უნივერსიტეტის პროფესორის მიშელ მუსხელის (1903-1964) ხსოვნას და გვირგვინით შეამკო გამოჩენილი მეცნიერის საფლავი. აღსანიშნავია, რომ მიშელ მუსხელი ერთ-ერთი პირველია მათ შორის, ვინც ერთიანი ევროპის იდეას ჩაუყარა საფუძველი. საგარეო საქმეთა სამინისტროს და ევროპის საბჭოსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგელობის ძალისხმევით მოძიებულ იქნა მიხეილ მუსხელის საფლავი, ასევე მისი ნაშრომები, საარქივო მასალა, რომელსაც ფართო საზოგადოებისთვის საგარეო საქმეთა სამინისტრო 26 მაისს ევროპის საბჭოს სათაო ოფისში სპეციალური გამოფენის ფარგლებში წარუდგენს. ​