საქართველოში ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირებს ქართულ ენას შეასწავლიან.

0
1004

დევნილთა და განსახლების სამინისტროსა და ზურაბ ჟვანიას სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლას შორის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის მიზანსაც საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა ინტეგრაციის ხელშეწყობა წარმოადგენს.

მემორანდუმის თანახმად, ჟვანიას სკოლის პედაგოგები, ინტეგრაციის ცენტრში, ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირებს ქართულ ენას შეასწავლიან.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მინისტრის მოადგილემ შოთა რეხვიაშვილმა და ჟვანიას სკოლის დირექტორმა ქეთევან მახარაშვილმა მოაწერეს.