გიორგი ნიკოლაიშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში 23 წლის ჩავიდა და მას შემდგომ ნიუ-იორკში ცხოვრობს. ის ერთ ერთი პოპულარული ემიგრანტია და მას შედგომ რაც ფეისბუქზე ჯგუფი „ჩვენ ამერიკაში“ შექმნა და უამრავი კეთილი საქმეებით და საინტერესო ინიციატივებით გამოიჩინა თავი.
გიორგი დღეს DIASPORA.GE- ს ახალი პროექტის ,,მხოლოდ ემიგრანტის პასუხების"პირველი რესპოდენტია:
ბავშვობაში ვოცნებობდი დიდი რომ გავხდებოდი...
17 სექტემბერს, ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით საქართველოში ხონის მუნიციპალიტეტის მერმა ლადო ჯურხაძემ, სოფლებში გოჩა-ჯიხაიშსა და ივანდიდში მცხოვრებ სამ სოციალურად დაუცველ, მრავალშვილიანი ოჯახის სასკოლო და ბაღის ასაკის 12 ბავშვს სასკოლო ჩანთები და საჭირო ნივთები მიუტანა.ღონისძიება ხონის მუნიციპალიტეტის მერიისა და საბერძნეთში ქართველი ემიგრანტების ერთობლივი ძალისხმევით დაიგეგმა და განხორციელდა, საქველმოქმედო საჩუქრების...
საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების პროგრამასთან დაკავშირებით ინფორმაციისათვის უნდა დაუკავშირდეთ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადააადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს:
ტელეფონი:(+995) 32 243 11 00; (+995) 32 231 13 37
ელ. ფოსტა:reintegration@mra.gov.ge
მისამართი: თამარაშვილის ქ. 15ა, 0177, თბილისი, საქართველო.
https://www.youtube.com/watch?time_continue=29&v=yLVxYx-y5uI
ჩვენი ახალი ინიციატივის მიხედვით, ჩვენ მნიშვნელოვნად გავამარტივებთ მოქალაქეობის მიღების პროცედურებს დიასპორის წარმომადგენლებისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა. შეგახსენებთ რომ კანონპროექტი „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში შესატანი ცვლილებების შესახებ პარლამენტში უკვე ინიცირებულია პლენარულ სხდომაზე განხილვის სავარაუდო ვადად 1 ივლისიდან – 21 სექტემბერმდე პერიოდი დასახელდა.
ლარნაკას აეროპორტში დაკავებულ საქართველოს სამ მოქალაქეს რომლებიც 4 სექტემბრის შემდგომ ყურადღებას და დახმარებას ითხოვნენ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობისაგან DIASPORA.GE-ზე გასული ნიუსის შემდგომ დაუკავშირდნენ და დახმარებას დაპირდნენ. საქართველოს სამი მოქალაქე კვიპროსში ქალაქ ლარნაკაში 4 სექტემბერს ქუთაისი – ლარნაკას რეისის მგზავრები იყვნენ, ამჟამად კი მათთვის უცნობი მიზეზების გამო სადეპორტო განყოფილებაში იმყოფებიან.
დაკავებულების ახლობლის ნათია...
ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა, მისმა მოადგილე კანტანიამ და ''აფხაზეთის ელჩმა'' იტალიაში, მაღალი რანგის, ოფიციალურ შეხვედრები გამართეს აპულიაში (იტალიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რეგიონი პოლიტიკური და ეკონომიკური კუთხით)
დელეგაციამ მოლაპარაკებები აწარმოა რეგიონის მთავრობის წევრებთან, ქალაქების მერებთან, სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებთან. რა გასაკვირია და საქართველოს ოკუპირებული რეგიონის დეფაქტო დელეგაციის წევრებმა, იტალიური მხარისგან აფხაზეთის...
ემიგრაციისა და დიასპორის საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელი ირაკლი ღლონტი პრემიერ -მინისტრს სამ პუნქტიან გეგმას სთავაზობს: ,, მისასალმებელია პრემიერ-მინისტრის ყურადღება დიასპორის მიმართ, ვფიქრობ, ეს პროგრესია ამ მიმართულებით, რომელიც ყველა იმ ჯგუფის ბოლოდროინდელი აქტიურობის დამსახურებაა, ვინც ამ მიზნით ძალ-ღონეს არ იშურებდა და ახდენდა თემის აქტუალიზებას. ჩვენ გვახსოვს წლების მანძილზე მივიწყებული დიასპორა, რომლებსაც...
იტალიაში ქ. ბარიში ასოციაცია A.I.S. ბაზაზე მისი ხელმძღვანელის ნინა რურუას თაოსნობით ქართული ჟურნალი "აისი" დაარსდა.
ჟურნალ ,,აისი" -ს პირველი ნომერი ადგილობრივმა ქართველმა მკითხველმა უკვე იხილა და დიდი მოწონებაც დაიმსახურა. ქართულენოვანი ჟურნალი ,,აისი" ქართველი მკითხველისთვის თვე ერთხელ გმოვა და მასში არაერთ საინტერესო და საჭირო ინფორმაციას ამოიკითხავს, განსაკუთრებით კი უცხოეთში მაცხოვრებელი ჩვენი...
"ჩემი ცხოვრება კონკიას ზღაპარს ჰგავს" - 10-წლიან ემიგრაციაში მყოფი წითელთმიანი გოგონა საქართველოდან- მეგა ტივიმ ამ სახელწოდებით ცისნამი საყვარლიშვილის შესახებ ძალიან საინტერესო სიუჟეტი მოამზადა.
სადაც მეგატივი წარმატებულ ემიგრანტს, ცისნამი საყვარლიშვილს გაგაცნობთ. იგი 10 წელია ემიგრაციაშია. საკმაოდ ბევრი დაბრკოლების გადალახვა მოუწია. დეტალები ნახეთ ქეთი გელაშვილის სიუჟეტში.
https://www.youtube.com/watch?time_continue=32&v=rluapYRPUOk
- რაც შეეხება მიგრაციას, როდესაც იძახიან, რომ სააკაშვილმა საქართველოში შემოიყვანა უცხოელები, თურქები და ა.შ. ჩვენ ვაძლევდით საქართველოს მოქალაქეობას თურქეთის ქართველ მოქალაქეებს და თურქეთის მთავრობა ძალიან ნერვიულობდა მაშინ ამაზე, ყველაფერს აკეთებდნენ, რომ ეს არ გამეკეთებინა. იმიტომ რომ, ეს იყო ხალხი, ვინც ლაპარაკობს ქართულად, უყვარს საქართველო, აბანდებს ფულს საქართველოში და არის...
































