2018 წლის 14-15 აპრილს,საბერძნეთის ჩემპიონატზე ბადმინტონში, რომელიც ჩატარდა დაბა სიდეროკასტროში მარიამ მინაძემ ერთეულთა თანრიგში 3 ადგილი და წყვილთა თანრიგში 2 ადგილი დაიკავა.
ქართული საქალაქთაშორისო ტურნირი მინი-ფეხბურთში
გერმანიის ქართული სათვისტომოს ინიციატივით, 2018 წლის 20 მაისს, კვირას, (მომდევნო ორშაბათი გერმანიაში დასვენების დღეა) გაიმართება მერვე ქართული ტურნირი მინი-ფეხბურთში. ტურნირს ამჯერად ქალაქი კაიზერსლაუტერნი უმასპინძლებს.
ტურნირი მიზნად ისახავს საქართველოს საზღვრებს გარეთ მცხოვრები ქართველების გაცნობა-დამეგობრებას. მონაწილეობის მიღება შეუძლია საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველებისაგან დაკომპლექტებულ გუნდს. იგი უნდა შედგებოდეს სულ ცოტა 6...
ნორა ლობჟანიძის წარმატების ფორმულა
ბოდიბილდინგი საქართველოში დღითი დღე პოპულარული ხდება. მიუხედავად იმისა, რომ სპორტის ეს სახეობა XX საუკუნის დასაწყისში ჩამოყალიბდა, საქართველოში ის მხოლოდ ბოლო წლებში განავითარეს ქართველმა ენთუზიასტებმა. აქვე უნდა ითქვას, რომ ქართველმა ბოდიბილდერებმა საკუთარი შესაძლებლობები უკვე მსოფლიო ასპარეზზეც წარმოაჩინეს. 26 წლის ქართველი ნორა ლობჟანიძე წლებია, გერმანიაში ამ საქმითაა დაკავებული....
საფრანგეთში ქართველი სპორტსმენი ტრაგიკული შემთხვევით გარდაიცვალა. 26 წლის მორაგბე ბექა ბურდიაშვილი საფრანგეთში ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაიღუპა. ის "გროლეს" მოთამაშე იყო (საქართველოს ნაკრებში არ უთამაშია) და "ლავორთან" მორიგ მატჩზე მიემგზავრებოდა. მისმა თანაგუნდელებმა შოკისმომგვრელი ამბავი თამაშის დაწყებამდე გაიგეს, როცა ტრადიციული სადილისთვის შეიკრიბნენ.
ფრანგულმა მედიასაშუალებამ, რომელმაც ეს ინფორმაცია გაავრცელა, დაღუპულის ოჯახს და კლუბს მიუსამძიმრა.
"დღეს, უზბეკეთის პროფესიულმა ფეხბურთის ლიგამ და ფეხბურთის ფედერაციამ, წლის საუკეთესო უცხოელ მწვრთნელად დამასახელა. მადლობა ყველას, პირველ რიგში კლუბს და ფეხბურთელებს, ასევე მათ ვინც საუკეთესოდ დამასახელა და ვინც ამ პრიზის მოგებაში დამეხმარა" - ეს პოსტი საკუთარ სოციალურ გვერდზე ცნობილმა ქართველმა ფეხბურთელმა და მწვრთნელმა შოთა არველაძემ გაავრცელა.
იგი უზბეკეთში დღეს აღიარეს. ქართველის გარდა,...
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სპორტული შეჯიბრების მონაწილეთა მოსყიდვისა და მეორე და უმაღლეს ლიგაში მოასპარეზე ფეხბურთელების მიერ მატჩების ჩაწყობის ფაქტზე 8 მოქმედი და 3 ყოფილი ფეხბურთელი ბრალდებულის სახით დააკავეს. დაკავებულები არიან ორგანიზატორები - ყოფილი ფეხბურთელები: ვახტანგ ჯ, ლაშა ჩ. და ნიკა დ.,...
სპანეთის ქალაქ ბარსელონაში მოღვაწე მოკრივე, ქვემო სვანეთის სოფელ ბაბილის მკვიდრი, ირაკლი ქურასბედიანი, დღეს საფრანგეთის ქალაქ ბეზიერში მედიტერანეს ქამარზე გამართავს ბრძოლას. ბრძოლა საფრანგეთის დროით 11 საათზე გაიმართება.
ირაკლი ქურასბედიანს მოყვარულ მოკრივეებს შორის მოგებული აქვს ესპანეთის თასი, მეგობრობის საერთაშორისო ტურნირი და რამოდენიმეჯერ კატალონიის რეგიონის ტურნირი.
წყარო:https://newsmedia.ge/
ქ. ბუდაპეშტში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიოს ჩემპიონატზე წარმატებით გამოვიდა პორტუგალიის ქართული დიასპორის წარმომადგენელი, ოთარ კვანტიძე. პორტუგალიის სახელით მოასპარეზე ქართველმა სხვა მეტოქეების გარდა დაამარცხა აზერბაიჯანელი ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ჰიდაიატ ჰეიდაროვი (რომელსაც მანამდე 43 შეხვედრა წაუგებლად ჰქონდა ჩატარებული), ხოლო საბოლოო ჯამში მეშვიდე ადგილი დაიკავა, რაც პორტუგალიის სახელით მოასპარეზე...
საბერძნეთის სუპერლიგის კლუბმა „ლამიამ“ 26 წლის ქართველ თავდამსხმელთან, ბაჩანა არაბულთან კონტრაქტი გააფორმა – ინფორმაციას კლუბის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.
ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ, არაბულმა კომენტარი გააკეთა.
„ბედნიერი ვარ, რომ „ლამიაში“ ჩავირიცხე. მოუთმენლად ველი, რომ გუნდის ფორმა მოვირგო და გულშემატკივრები და ქალაქი გავახარო. ყველაფერს გავაკეთებ საიმისოდ, რომ...
საქართველოს ნაკრების მარჯვენა მცველი გიორგი გოჩოლეიშვილი კარიერას „ჰამბურგში“ განაგრძობს. ის მეათე მოთამაშე გახდა, რომელიც ახალ სეზონში ევროპის ტოპ-5 ლიგაში ითამაშებს.
ეს რეკორდული ციფრია, რადგან ერთდრულად ათ ქართველ მოთამაშეს ევროპის საუკეთესო ლიგებში არ უთამაშიათ. შეგახსენებთ, რომ გერმანიის ერთ-ერთი ყველაზე ტრადიციული და ტიტულოვანი კლუბი „ჰამბურგი“ ბუნდესლიგაში ხანგრძლივი პაუზის და ბრძოლის...
































