Home სპორტი

სპორტი

8 სექტემბერს მიუნხენში კულტურათაშორისი საფეხბურთო ტურნირი გაიმართება, რომელშიც მიუნხენის სხვადასხვა ორგანიზაციების საფეხბურთო ჯგუფები იასპარეზებენ. ტურნირში მონაწილეობას გერმანიის ქართული სათვისტომოს გუნდი F.C. GEORGIA MÜNCHEN იც მიიღებს. ტურნირი გაიმართება 10 დან 15 საათამდე პატარა მოედნებზე 6 კაციანი შემადგენლობით.  მატჩები ჩატარდება შემდეგ მისამართზე: Schwere-Reiter-Str. 13, 80637 München
ოთარ კაკაბაძე „ლუცერნმა“ დაიმატა – ამის შესახებ შვეიცარიულმა კლუბმა ოფიციალურად განაცხადა და ქართველი ფეხბურთელი წარადგინა. „ლუცერნის“ ცნობით, „ხიმნასტიკიდან“ დამატებულმა საქართველოს ნაკრების მცველმა კლუბთან კონტრაქტი 2021 წლის 30 ივნისამდე გააფორმა. შვეიცარიული მედიის ცნობით, „ლუცერნს“ ეს ტრანსფერი 500 ათასი ევრო დაუჯდა.„ოთარის ტრანსფერით მარჯვენა ფლანგზე გავძლიერდით. კაკაბაძე ახალგაზრდა და წარმატებაზე მომართული მოთამაშეა....
საქართველოს განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის მინისტრს, მიხეილ ბატიაშვილს შვიდი მოადგილე ეყოლება. მოადგილეების დანიშვნის შესახებ ინფორმაცია სამინისტროს ვებგვერდზე განთავსდა. მიხეილ ბატიაშვილის პირველი მოადგილე მიხეილ გიორგაძე იქნება. მინისტრის მოადგილეები ასევე იქნებიან: ლია გიგაური, თეიმურაზ მურღულია, ალექსანდრე თევზაძე, ლევან ხარატიშვილი, შალვა გოგოლაძე და ირინე აბულაძე.
სპანეთის ქალაქ ბარსელონაში მოღვაწე მოკრივე, ქვემო სვანეთის სოფელ ბაბილის მკვიდრი, ირაკლი ქურასბედიანი, დღეს საფრანგეთის ქალაქ ბეზიერში მედიტერანეს ქამარზე გამართავს ბრძოლას. ბრძოლა საფრანგეთის დროით 11 საათზე გაიმართება. ირაკლი ქურასბედიანს მოყვარულ მოკრივეებს შორის მოგებული აქვს ესპანეთის თასი, მეგობრობის საერთაშორისო ტურნირი და რამოდენიმეჯერ კატალონიის რეგიონის ტურნირი. წყარო:https://newsmedia.ge/
ძიუდოს ფედერაციაში დაპირისპირება სისხლისღვრაში გადაიზარდა. გუშინ, გვიან ღამით, გაფიცულ ძიუდოისტებს ცეცხლი გაუხსნეს ფედერაციის თანამშრომლებმა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განგვიმარტეს, დაკავებულია 4 პირი, რომლებმაც ცეცხლი გაუხსნეს ძიუდოისტებს, მათ შორისაა ჭაბუკთა მწვრთნელი და დავით ქევხიშვილის მხარდამჭერი - ლომერ ჟორჟოლიანი. თვითმხილველების განცხადებით, ლომერ ჟორჟოლიანმა, უშუალოდ დაჭრა ერთ-ერთი პირი ძიუდოს ნაკრების მხრიდან პატრულისა და ათეულობით...
matchtv.ru-მ რუსეთის პრემიერლიგის საუკეთესო მცველების ხუთეული დაასახელა და მათგან ორი ქართველი აღმოჩნდა – საბა კვირკველია და გიორგი ჯიქია. მოსკოვის “ლოკომოტივისა” და საქართველოს ნაკრების მცველი კვირკველია Matchtv.ru-მ ჩემპიონატის საუკეთესო მცველად დაასახელა, ხოლო რუსეთის ნაკრებისა და “სპარტაკის” უკანახაზელი ჯიქია – მეხუთეზე გაიყვანა. „საჩემპიონო გასახდელში “ლოკომოტივის” მთავარმა მწვრთნელმა იური სიომინმა ქართველის როლი ყველაზე საინტერესოდ ახსნა: “შენ გარეშე...
2018 წლის 14-15 აპრილს,საბერძნეთის ჩემპიონატზე ბადმინტონში, რომელიც ჩატარდა დაბა სიდეროკასტროში მარიამ მინაძემ ერთეულთა თანრიგში 3 ადგილი და წყვილთა თანრიგში 2 ადგილი დაიკავა.
ახალგაზრდა ქართველ ფეხბურთელს გიორგი ჩაკვეტაძეს ბელგიურმა ტელევიზიამ ვრცელი სიუჟეტი მიუძღვნა. გიორგის, ჟურნალისტებმა "გენტში" ადაპტირებაზე და მის გარშემო მიმდინარე მოვლენებზე დაუსვეს კითხვები, რაზეც  ჩაკვეტაძემ ვრცლად ისაუბრა. https://www.youtube.com/watch?v=7YMDf-yLauM ბელგიურ მედიაში დღემდე იწერება, რომ "გენტმა" ჩაკვეტაძე მსოფლიო ფეხბურთის გრანდ მიუნხენის "ბაიერნს" ცხვირწინ ააცალა. ამ საქმის ახალ დეტალს გერმანული ინტერნეტპორტალი fusballtransfers.com და T-online.de აქვეყნებენ: ჩაკვეტაძეს...
ნორა ლობჟანიძის წარმატების ფორმულა ბოდიბილდინგი საქართველოში დღითი დღე პოპულარული ხდება. მიუხედავად იმისა, რომ სპორტის ეს სახეობა XX საუკუნის დასაწყისში ჩამოყალიბდა, საქართველოში ის მხოლოდ ბოლო წლებში განავითარეს ქართველმა ენთუზიასტებმა. აქვე უნდა ითქვას, რომ ქართველმა ბოდიბილდერებმა საკუთარი შესაძლებლობები უკვე მსოფლიო ასპარეზზეც წარმოაჩინეს. 26 წლის ქართველი ნორა ლობჟანიძე წლებია, გერმანიაში ამ საქმითაა დაკავებული....
ქართული საქალაქთაშორისო ტურნირი მინი-ფეხბურთში გერმანიის ქართული სათვისტომოს ინიციატივით, 2018 წლის 20 მაისს, კვირას, (მომდევნო ორშაბათი გერმანიაში დასვენების დღეა) გაიმართება მერვე ქართული ტურნირი მინი-ფეხბურთში. ტურნირს ამჯერად ქალაქი კაიზერსლაუტერნი უმასპინძლებს. ტურნირი მიზნად ისახავს საქართველოს საზღვრებს გარეთ მცხოვრები ქართველების გაცნობა-დამეგობრებას. მონაწილეობის მიღება შეუძლია საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველებისაგან დაკომპლექტებულ გუნდს. იგი უნდა შედგებოდეს სულ ცოტა 6...