რუსეთის ფეხბურთის საუკეთესო ხუთ მცველს შორის ორი ქართველია.

0
971

matchtv.ru-მ რუსეთის პრემიერლიგის საუკეთესო მცველების ხუთეული დაასახელა და მათგან ორი ქართველი აღმოჩნდა – საბა კვირკველია და გიორგი ჯიქია.

მოსკოვის “ლოკომოტივისა” და საქართველოს ნაკრების მცველი კვირკველია Matchtv.ru-მ ჩემპიონატის საუკეთესო მცველად დაასახელა, ხოლო რუსეთის ნაკრებისა და “სპარტაკის” უკანახაზელი ჯიქია – მეხუთეზე გაიყვანა.

„საჩემპიონო გასახდელში “ლოკომოტივის” მთავარმა მწვრთნელმა იური სიომინმა ქართველის როლი ყველაზე საინტერესოდ ახსნა: “შენ გარეშე ჩვენ ჩემპიონები ვერ გავხდებოდით – შენ გუნდს სული შთაბერე”.

მან ორი მნიშვნელოვანი გოლი გაიტანა – ტულის “არსენალთან” და ყაზანის “რუბინთან”. გუნდის ფეხბურთელებმა სწორედ მაშინ ირწმუნეს, რომ მოგება ნებისმიერ ვითარებაში შეეძლოთ” – წერს matchtv.ru.

შეგახსენებთ, რომ საბა კვირკველია “ლოკომოტივის” შემადგენლობაში რუსეთის ჩემპიონი გახდა, სამმა გამოცემამ კი წლის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელა.