გერმანიის ქართული სათვისტომოს გუნდი F.C. GEORGIA MÜNCHEN კულტურათაშორის საფეხბურთო ტურნირზე იასპარეზებს

0
1470

8 სექტემბერს მიუნხენში კულტურათაშორისი საფეხბურთო ტურნირი გაიმართება, რომელშიც მიუნხენის სხვადასხვა ორგანიზაციების საფეხბურთო ჯგუფები იასპარეზებენ. ტურნირში მონაწილეობას გერმანიის ქართული სათვისტომოს გუნდი F.C. GEORGIA MÜNCHEN იც მიიღებს.
ტურნირი გაიმართება 10 დან 15 საათამდე პატარა მოედნებზე 6 კაციანი შემადგენლობით.

 მატჩები ჩატარდება შემდეგ მისამართზე: Schwere-Reiter-Str. 13, 80637 München