ძალიან პოპულისტური განცხადება გაუკეთებია ჩემი ქვეყნის ელჩს – გიორგი ფოფხაძე პასკალ მენიეს განცხადებას ეხმაურება

0
1697

,, ძალიან პოპულისტური განცხადება გაუკეთებია ჩემი ქვეყნის ელჩს, ქართველების შესაძლო დასაქმებასთან და… ბატონო ელჩო, როცა საფრანგეთში უმუშევრობის მაჩვენებელი 4-5% აჭარბებს, როცა ფრანგების დიდი ნაწილი, ბელგიაში, გერმანიაში, კვებეკში, შანხაიში,ჰონკონგში და ავსტრალიაში მიდის სამუშაოს საძებნელად, როცა ფრანგული ფირმები ნელ ნელობით გადიან ქვეყნიდან მაღალი გადასახადების გამო, როცა pole emploi და “ინტერიმები” ფაქტიურად სამუშაო ადგილების სიმცირეს აცხადებენ, როგორ წარმოგიდგენიათ ამ დროს ქართველების დასაქმება საფრანგეთში, სად ან რომელ სფეროში? – ამ განცხადებით გამოეხმაურა ცნობილი ქართველი ჟურნალისტი გიორგი ფოფხაძე საქართველოში საფრანგეთის ელჩის პასკალ მენიეს განცხადებას, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის ლეგალურად დასაქმების საკითხი შესაძლოა, საფრანგეთმაც განიხილოს, ჟურნალისტებს ფრანგმა დიპლომატმა განუცხადა რომ:„მერკელის განცხადება ეხებოდა ახალგაზრდებისთვის პროფესიული განათლების მიცემის საშუალებას და შემდეგ ამით სამუშაო ადგილების შექმნას. საინტერესოდ მიგვაჩნია ეს პროგრამა და საფრანგეთიც შეეცდება, რომ განიხილოს ეს საკითხი. სულ რამდენიმე ხნის წინ ვიმყოფებოდი ოქსერში, რომელიც არის იონის დეპარტამენტის მთავარი ქალაქი, სადაც ვეწვიე სოფლის მეურნეობის ლიცეუმს, რომლის წარმომადგენლებიც რამდენიმე დღეში ჩამოვლენ საქართველოში და აპირებენ, რომ ზუსტად განახორციელონ თანამშრომლობა საქართველოსთან. დეტალურად შევისწავლით ამ საკითხებს და რა თქმა უნდა, პოზიტიურად ვუყურებთ”. 

გიორგი ფოფხაძის მოსაზრებით საფრანგეთში მსგავსი პროგრამის ამოქმედება ფაქტიურად წარმოუდგენელია,ვინაიდან ამ მხრივ ქვეყანაში საკმაოდ მკაცრი მოთხოვნები არსებობს და ლეგალურად საქართველოს მოქალქეების დასაქმების პერსპექტივის შესახებ განცხადებას სკეპტიკურად უყურებს. მისი ინფორმაციით: ,, მოხუცთა სახლებშიც კი მომვლელებად და ასე შემდეგ, სპეციალური დიპლომის და ფრანგულის “B2″-ზე ცოდნის გარეშე დაიწყო მუშაობა წარმოუდგენელია … საფრანგეთში ყველაფერი რაც მოვლასთან (ბავშვების,მოხუცების, ავადმყოფების და მოხუცთა სახლების) არის დაკავშირებული მხოლოდ სპეციალური დიპლომის აღების შემდეგ არის შესაძლებელი ეს არაა არც ამერიკა, არც იტალია და არც საბერძნეთი… საფრანგეთში მომვლელების საკითხი ძალიან მაღალ დონეზეა დაყენებული და ძალიან მკაცრად კონტროლდება..” – ასეთ შეფასებას აძლევს საფრანგეთში მცხოვრები ცნობილი ქართველი ჟურნალისტი გიორგი ფოფხაძე ფრანგი დიპლომატის განცხადებას.