ესპანეთის სამეფოს ეროვნულმა პოლიციამ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად, კიდევ ერთი წარმატებული მასშტაბური სპეცოპერაცია - სახელწოდებით „კუში -2“ ჩაატარა. სპეცოპერაციაში აქტიურად იყო ჩართული ინტერპოლი და  ევროპოლი. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით,  სპეციალური საპოლიციო ღონისძიება ესპანეთის რამდენიმე ქალაქში ერთდროულად განხორციელდა.  მასში 800-ზე მეტი ესპანელი სამართალდამცველი და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური...
ესპანეთის სამეფოში, ქალაქ ბარსელონაში წმიდა ნინოს სახელობის ქართულენოვან სამრევლოსთან  სრულიად საქართველოს კათალიკოს- პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია მეორის და  დასავლეთ ევროპის ექსარხიის ხელმძღვანელის, მიტროპოლიტის აბრაამ გარმელიას ლოცვა-კურთხევით,  სულიერების, განათლებისა და კულტურის ცენტრი არსებობს, სადაც ფუნქციონირებს - წმიდა გრიგოლ ფერაძის სახელობის სამრევლო და წმიდა ანთიმოზ ივერიელის სახელობის ქართული საკვირაო სკოლა. ცენტრში მუსიკალური სტუდია...
 ესპანეთის ახლადარჩეულმა პრემიერმა პედრო სანჩესმა ევროპა პრესთან ინტერვიუში იმიგრაციის, დასაქმების და პენსიონერთა სამედიცინო საკითხებზე რეფორმები დაანონსა. ახალგაზრდა ესპანელმა ლიდერმა განაცხადა რომ მისი სურვილია, ამჟამად ესპანეთის ტერიტორიაზე მყოფი არალეგალი მიგრანტებისთვის გაიცეს ნებართვები,რათა მათ ლეგალურად დასაქმება შეძლონ. პედრო სანჩესი რეფორმების გატარების აუციელბლობას ხედავს ასევე ქალისა და მამაკაცის ანაზღაურების გასათანაბრებლად : "გპირდებით, რომ...
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს „საქართველოს ახალგაზრდა ელჩების“ პროგრამა საშუალებას აძლევს საზღვარგარეთ მცხოვრებ ახალგაზრდებს, ერთწლიანი მანდატით, გახდნენ „ახალგაზრდა ელჩები“ და ხელი შეუწყონ საქართველოს პოპულარიზაციას ადგილსამყოფელ ქვეყნებში.კონკურსის შედეგად შერჩეული „ახალგაზრდა ელჩების“ მონაწილეობით საქართველოში გაიმართება, ახალგაზრდა ელჩების ამბასადორიალი, რომლის ფარგლებშიც „ახალგაზრდა ელჩები“ წარმოადგენენ საკუთარ ინიციატივებსა და ერთი წლის სამოქმედო გეგმას. ასევე, შეხვდებიან...
ავიაკომპანია Wizz Air ქუთაისი-ბარსელონას გაუქმებულ რეისთან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, Wizz Air-ის პოლიტიკისა და შესაბამისი რეგულაციების გათვალისწინებით, ყველა მგზავრს, რომლის რეისიც გაუქმდა, შესაძლებლობა აქვს, უფასოდ იმგზავროს Wizz Air-ის ალტერნატიული რეისით, მოითხოვოს ბილეთის საფასურის სრული ანაზღაურება ან თავდაპირველი ღირებულების 120 პროცენტი WIZZ საკრედიტო ბარათზე. "თვითმფრინავთან დაკავშირებული გაუთვალისწინებელი ტექნიკური გარემოებების...
ესპანეთის ახალი მთავრობა მიზნად ისახავს ესპანეთის იმ მოქალქეებისთვის, რომელბმაც ბოლო პერიოდში ქვეყანაში შემქნილი ეკონომიკური კრიზისის გამო დატოვეს ესპანეთი შეიმუშავოს ახალი პროგრამა, რომელიც ხელს შეუწყობს მათ სამშობლოში დაბრუნებას. აღნიშნული ინიციატივის რეალურად ამოქმედება ექსპერტების მხრიდან პერსპექტიულად ფასდება ესპანეთის დასაქმების, მიგრაციის და სოციალური დაცვის ახალი მინისტრის მაგდალენა ვალერიოს პოლიტიკური წარსულიდან გამომდინარეც. ესპანეთში ემიგრანტების მიწად წოდებული კასტილა-ლა...
ყველაზე  გენდერულად დაბალანსებული მინისტრთა კაბინეტი დააკომპლექტა ახალმა პრემიერმა.17 მინისტრიდან 11 ქალია. პედრო სანჩესის მთავრობა - ესპანეთის ახალ მინისტრთა კაბინეტში 11 ქალი და 6 კაცია პედრო სანჩესმა ახალი მინისტრთა კაბინეტი უკვე დააკომპლექტა. წინა ხელისუფლებისგან და ევროპის არაერთი ქვეყნისგან განსხვავებით, ესპანეთის ახალ მთავრობაში გენდერული ბალანსი არ დარღვეულა. 11 მინისტრი ქალი და 6 მინისტრი კაცი...
ესპანეთის პარლამენტმა სახელობითი კენჭისყრის შემდეგ მარიანო რახოი პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადააყენა. რახოი ესპანეთის უახლეს ისტორიაში პირველი პრემიერ-მინისტრია, რომელიც ამ ტიპის კენჭისყრაში დამარცხდა. Pedro Sánchez Pérez-Castejón; დაიბადა 29 თებერვალს 1972წელს  მადრიდში ,ესპანელი ეკონომისტი და პოლიტიკოსი, ესპანეთის სოციალისტური მუშათა პარტიის ლიდერი 2014 წლიდან. აღსანიშნავია, რომ ფიცის ცერემონიას ესპანეთის მეფე, ფილიპ VI- ესწრებოდა. სანჩესი ათეისტია...
გერმანიაში პოლიციამ თავშესაფრის მაძიებელთა ცენტრში რეიდი ჩაატარა. საქმე ეხება გერმანიის სამხრეთში მდებარე ქალქელვანგენში მოქმედ თავშესაფარს, სადაც რამდენიმე დღის წინ სამართალდამცავებსა და მიგრანტებს შორის შეტაკება მოხდა. მიგრანტები ტოგოელი მამაკაცის დეპორტაციას აპროტესტებდნენ. შეტაკების დროს მათ პოლიციის მანქანები დააზიანეს. ვითარების ესკალციის თავიდან ასაცილებლად, პოლიცია იძულებული გახდა დაკავებული მამაკაცი გაეთავისუფლებინა. ელვანგენის თავშესაფარში 500 მიგრანტი ცხოვრობს. მათი უმეტესობა აფრიკის ქვეყნებიდანაა. ჩატარებული რეიდის შესახებ დეტალები პოლიციას...
28 აპრილს ქალაქ ბარსელონაში DafilmFestival -ზე  გაიმართა "დედე"ს პირველი ჩვენება ესპანელ მაყურებლისთვის .   ჩვენებას მარიამ ხაჭვანი ესწრებოდა და მაყურებელს გაესაუბრა."დედე" რეჟისორისთვის პირველი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმია. კინოსურათი სვან გოგოზე მოგვითხრობს, რომელიც სიყვარულისთვის იბრძვის და იმარჯვებს.   დედეს გადაღებები სვანეთში, ყაზბეგსა და კასპში მიმდინარეობდა. ფილმის უმეტესი ნაწილი სვანურ ენაზეა. 30 აპრილს 22:00 საათზე  ფილმის მეორე...