პედრო სანჩესმა იმიგრაციის,დასაქმების და პენსიონერთა სამედიცინო საკითხებზე რეფორმები დაანონსა.

0
13882

 ესპანეთის ახლადარჩეულმა პრემიერმა პედრო სანჩესმა ევროპა პრესთან ინტერვიუში იმიგრაციის, დასაქმების და პენსიონერთა სამედიცინო საკითხებზე რეფორმები დაანონსა. ახალგაზრდა ესპანელმა ლიდერმა განაცხადა რომ მისი სურვილია, ამჟამად ესპანეთის ტერიტორიაზე მყოფი არალეგალი მიგრანტებისთვის გაიცეს ნებართვები,რათა მათ ლეგალურად დასაქმება შეძლონ.
პედრო სანჩესი რეფორმების გატარების აუციელბლობას ხედავს ასევე ქალისა და მამაკაცის ანაზღაურების გასათანაბრებლად : “გპირდებით, რომ დასაქმების ახალი კანონი იქნება კონკრეტული საწყისი წერტილი ,ესპანეთში მამაკაცების და ქალების თანასწორობის რეალური იმპლემეტირებისთვის და ამ კუთხით შეცვლის ის უთანასწორობას როგორც დასაქმების ადგილებზე, ასევე მთელს ესპანურ საზოგადოებაში”
ახალგაზრდა და ენერგიული სოციალისტი ლიდერის განცხადებებით კიდევ ერთხელ გახდა ცნობილი ასევე რომ პედრო სანჩესს სურს პენსიონერთა უფლებების გაზრდა და მათთვის მედიკამენტების დაფინანსების უზრუნველყოფა სახელმწიფოს მხრიდან.