თურქული პრესის ინფორმაციით, პოლიციამ ორდუს პროვინციაში საქართველოს მოქალაქეთა ჯგუფი დააკავა, რომლის წევრები სპირტიან სასნელებს კუსტარული წესით ამზადებდნენ და ჰყიდდნენ. როგორც გაზეთები "სთარი" და "ვათანი" იუწყებიან, "ქართველი არყისმხდელების წინააღმდეგ მიმართული ოპერაცია პოლიციამ საკმაო ხნის თვალთვალის შემდეგ დაიწყო. სახლში შესვლის შემდეგ გაკვირვებული პოლიციელები თვალებს არ უჯერებდნენ: კარადის უკან საიდუმლო კარი იპოვეს, რომლის...
თურქეთში 45 წლის საქართველოს მოქალაქე - ლუხუმი ჯანჯარია მოკლეს. ამის შესახებ ინფორმაციას "ნიუპოსტ.გე " ავრცელებს .გარდაცვლილის მამაკაცის ოჯახის წევრებმა განუცხადეს.მათი ინფორმაციით, მამაკაცი დასახიჩრებულია. ოჯახის მონაყოლის მიხედვით, ჯანჯარია იზმირში, ერთ-ერთი ქართველის მიწვევით ჩავიდა და მას მთებში მუშაობა უნდა დაეწყო. გარდაცვლილის ოჯახის თქმით, მამაკაცს პირობები და ანაზღაურება არ მოეწონა, რასაც დაპირისპირება მოჰყა,...
თურქეთი საქართველოს მთავრობას სამხედრო მიზნებისთვის 5 500 000 ლირა(დაახლ. $1 350 000) გამოუყო. შესაბამის შეთანხმებას ხელი 2017 წლის ბოლოს მოეწერა, ბიუროს სხდომაზე კი 18 აპრილს განიხილეს. დოკუმენტის მიხედვით, ახლახან გამოყოფილი თანხის ნაწილი – 4 500 000 ლირა და მანამდე სამხედრო გრანტის შესაბამისად გამოყოფილი, თუმცა გამოუყენებელი $3 883 382 ქართულმა მხარემ...
ანკარის მუსიკის ფესტივალისა და საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ქალაქ ანკარაში საქართველოს სახელმწიფო ბალეტის “სუხიშვილების” კონცერტმა წარმატებით ჩაიარა. კონცერტის ფარგლებში ასევე გაიმართა საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ფოტო-გამოფენა, მიღება და ქართული ღვინის დეგუსტაცია (vin d’honneur). კონცერტს დაესწრნენ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეები, ანკარაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის ხელმძღვანელები, საკანონმდებლო და აღმასრულებელი...
თურქეთის ციხეში ქართველი პატიმრები სააღდგომო ნობათს მიიღებენ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ, მინისტრ კახა კახიშვილის გადაწყვეტილებით, თურქეთის პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფი საქართველოს მოქალაქე მსჯავრდებულების/ბრალდებულებისთვის სააღდგომო საჩუქრები: პასკები, წითელი კვერცხები, სანთლები და ქართულენოვანი წიგნები გაგზავნა.   სააღდგომო კვერცხები თბილისის ფერიცვალების დედათა მონასტერში შეიღება.  წიგნებით უწყებას  წიგნების მაღაზიათა ქსელი ,,ბიბლუსი“ დაეხმარა. თურქეთის დაწესებულებებში მყოფი საქართველოს...