პრემიერი ბახტაძე სოციალური პროგრამების დაფინანსების გაზრდას ისახავს მიზნად : ,, ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი პროგრესი. წელს საორიენტაციოდ ხარჯები ამ მიმართულებით გვექნება მთლიანი შიდა პროდუქტის 4,2 – 4,3 %. მცირე მთავრობის კონცეფცია გულისხმობს მთავრობის ზომის შემცირებას ეკონომიკასთან მიმართებაში ისე, რომ ის არ აღემატებოდეს 3, 9 %-ს. თანხაში ეს ნიშნავს, რომ ჩვენ...
ათენის ქართველ მიგრანტთა საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელმა ავთანდილ გიუნაშვილმა გაავრცელა განცხადება სადაც საქართველოს საზღვრებს გარეთ საქართველოს მოქალაქეთა მიერ დაარსებული ორგანიზაციებისთვის დიასპორული ორგანიზაციის სტატუსის განსაზღვრას და დადგენას ითხოვს:
საქართველოს საზღვრებს გარეთ საქართველოს მოქალაქეების მიერ დაარსებული არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის სახელმწიფომ დიასპორული ორგანიაციის სტატუსის მინიჭების წესი ერთხელ და სამუდამოდ უნდა დაადგინოს და განსაზღვროს. ვფიქრობ დროა...
,,ორშაბათს მუშაობას დაიწყებს ისტორიკოსთა ქართულ-რუმინული კომისია, რომელიც 300 წლოვან ქართულ-რუმინულ ურთიერთობათა ისტორიიდან გარკვეულ საკითხებს შეისწავლის, დაწყებული ანთიმოზ ივერიელის, ვახტანგ VI და კონსტანტინე ბრინკოვიანუს ურთიერთობიდან, დამთავრებული გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისამდე, როდესაც რუმინეთმა პირველმა აღიარა საქართველოს დამოუკიდებლობა." - განაცხადა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა რუმინეთში ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილმა. ქართველი დიპლომატი რომელიც...
საბერძნეთში სტუდენტთა და ახალგაზრდობის ბერძნულ-ქართული ასოციაცია, პორტალ Diaspora.ge-სთან თანამშრომლობით საბერძნეთში საბერძნეთის საელჩოს მხარდაჭერით ახალ საგანმანეთლებლო პროექტს იწყებს . პროექტი რომლის სახელწოდებაც არის ,,საქართველო და ევროპა“ მიზნად ისახავს ევროპული ფასეულობების მხარდაჭერას და მასში ახალგაზრდების თანამონაწილეობას - ნათქვამია ასოციაციის მიერ გაკეთებულ განცხადებაში.
განცხადების თანახმად პროექტის ფარგლებში საკონკურსო წესით,ევროპისა და საქართველოს ურთიერთობების, ევროპული ფასეულობების,...
საქართველოს ახლი პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის მიერ საქართველოს პარლამენტში წარდგელ ახალ სამთავრობო პროგრამაში მთავრობის საგარეო პოლიტიკის ძირითადი მიზანების ნაწილში საკონსულოებთან დაკავშირებული პრობლემური საკითხების გადაჭრის გზები შევიდა. პრემიერი ხაზს საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვის მიზნებიდან გამომდინარე მიიჩნევს რომ ,, უნდა გაფართოვდეს საკონსულო საქმიანობის განხორციელების სამოქმედო არეალი; ხოლო გაგრძელდება მუშაობა სათანადო სტანდარტების...
„ევროპული საქართველოს“ საპრეზიდენტო კანდიდატმა დავით ბაქრაძემ წყნეთში, გურამიშვილის ქუჩის მოსახლეობას შეხვედრისას ემიგრაციის თემას შეეეხო და განაცხადა რომ მისი „ ერთ-ერთი მთავარი დაპირება გახლავთ ჩვენი ემიგრანტების დახმარება, ვიდრე ისინი საქართველოში დაბრუნდებიან: შრომითი ბაზრის გახსნა, სამუშაო კვოტების გამოყოფა, რაც ნიშნავს გარანტირებულ მინიმალურ ხელფასს, რაც ნიშნავს სამედიცინო დახმარებას, რაც ნიშნავს მათ დაცულობას...
მარი მურადაშვილი ქართველი ემიგრანტი საფრანგეთიდან გვიყვება ქალაქ რენში ქართული ცეკვის ანსამბლის სტუდიის ჩამოყალიბების ისტორიას:
მსურს,მოკლედ მოვყვე თუ საიდან წამოვიდა იდეა და თუ როგორ ჩამოყალიბდა შემდეგში ქართული ცეკვის ჯგუფი საფრანგეთის ერთ-ერთ ულამაზეს ქ.რენში. მოზარდობაში დაახლოებით 4 წელი ვცეკვავდი და სულ აღფრთოვანებული ვიყავი ჩვენი ტრადიციული ცეკვებით.
სტუდენტობის პერიოდში დავტოვე საქართველო და ცეკვაც რა...
საფრანგეთის დედაქალაში საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავს აღნიშნეს.
1922 წელს დაარსებული საფრანგეთის ქართული სათვისტომოს ინიციატივით და ემიგრანტების მონაწილეობით საზეიმო ღონისძიება ტრიუმფალურ თაღთან გაიმართა.
მასში მონაწილეობდა საფრანგეთის პოლიციის ორკესტრი, რომელმაც საფრანგეთის და საქართველოს ჰიმნი შეასრულა.
https://www.youtube.com/watch?v=arCHAr3wwHE
პარლამენტმა „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილები პირველი მოსმენით მიიღო. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
„ვიცი, რომ მოლოდინი დიდია, ყველა ქვეყნიდან მოდის კითხვები, როდის და როგორ იქნება კანონი მიღებული. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი არა მხოლოდ ჩვენი თანამემამულეებისთვის, არამედ, ჩვენი სახელმწიფოსთვის, რადგან ეს პასუხობს ჩვენს დემოგრაფიულ გამოწვევებს“, -განაცხადა დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ...
საქართველოს პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის თამვჯდომარე ზვიად კვაჭანტირაძე მკაცრ შეფასებას აძლევს დღეს იტალიური მედიის მიერ გავრცელებულ ფაქტს , საქართველოს მოქალაქეების მიერ იტალიის შსს მინისტრის და ვიცე-პრემიერის მატეო სალვინის მშობლების სახლის გაქურდვის შესახებ და მას როგორც ძალიან ძალიან ცუდ ფაქრად აფასებს:,, ძალიან ცუდი ინფორმაცია გავრცელდა. თუ ეს ბრალდებები დაუმტკიცდებათ მათ...