თურქეთში 45 წლის საქართველოს მოქალაქე - ლუხუმი ჯანჯარია მოკლეს. ამის შესახებ ინფორმაციას "ნიუპოსტ.გე " ავრცელებს .გარდაცვლილის მამაკაცის ოჯახის წევრებმა განუცხადეს.მათი ინფორმაციით, მამაკაცი დასახიჩრებულია. ოჯახის მონაყოლის მიხედვით, ჯანჯარია იზმირში, ერთ-ერთი ქართველის მიწვევით ჩავიდა და მას მთებში მუშაობა უნდა დაეწყო.
გარდაცვლილის ოჯახის თქმით, მამაკაცს პირობები და ანაზღაურება არ მოეწონა, რასაც დაპირისპირება მოჰყა,...
როგორც საბერძნეთ-საქართველოს სტუდენტთა და ახალგაზრდობის ასოციაციიდან გვაცნობეს 17 დეკემბერს,ათენში სტუდენტები და ახალგაზრდები ჯანმრთელობის პრობლემის მქონე ემიგრანტისთვის ნარგიზა ყულუმბეგაშვილისთვის თანხის შეგროვებას დაიწყებენ,რომელსაც აღნიშნული თანხა გადაუდებელი სამედიცინო მომსახურებისთვის, მედიკამენტების შესაძენად და სამედიცინო გამოკვლევებისთვის ესაჭიროება.
ახალგაზრდების ჯგუფები კვირას , 17 დეკემბერს 14:00 სთ-დან ათენში , ომონიაზე ვილარას და ზინონოს ქუჩებზე იქნებიან განლაგებულები.
...
იტალიის ქალაქ ტრიესტეში სულ ახლახანს ქართული რესტორანი "თბილისი" გაიხსნა! ადგილობრივი გამოცემა ‘’Il piccolo’’ -მ რესტორანს და ქართულ სამზარეულოს ვრცელი სტატია მიუძღვნა.
https://www.youtube.com/watch?v=5bkNBJ5CzKc&feature=youtu.be
https://www.youtube.com/watch?v=9RqlBmPca88
„ჩვენ ვართ მთლიანად ფოკუსირებული იმაზე, რომ საქართველოში შევქმნათ ისეთი ადამიანური კაპიტალი, რომელიც კონკურენტუნარიანი იქნება 21-ე საუკუნეში, ციფრულ ეპოქაში“ - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ „პროგრესული ალიანსის“ მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე - „შრომის პერსპექტივები ციფრულ ეკონომიკაში“ განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ განათლების სისტემის ფუნდამენტური რეფორმა საქართველოს მთავრობისთვის აბსოლუტურ პრიორიტეტს...
საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, თამარ ხულორდავას ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეთა მხრიდან გერმანიაში თავშესაფრის მაძიებელთა ციფრი 2017 წელს უფრო ნაკლები იყო, ვიდრე 2016 წელს.
როგორც ჟურნალისტებს ხულორდავამ განუცხადა, აღნიშნულ სტატისტიკას საქართველოს პარტნიორი ქვეყნები ითვალისწინებენ.
„ჩვენთვის ვიზალიბერალიაციის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება ძალიან მნიშვნელოვანი და გასაფრთხილებელია. ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ მინიმალური რისკები და საფრთხეებიც...
„ბლექ სი არენაზე“ ლეგენდარული იტალიელი კომპოზიტორის ენიო მორიკონეს კონცერტი ჩატარდა. ის ქართველი მსმენელის წინაშე ორსაათიანი პროგრამით წარდგა. იტალიელმა მაესტრომ ცნობილი კომპოზიციები რომის სიმფონიურ ორკესტრთან და თბილისის ოპერის თეატრის გუნდთან ერთად შეასრულა.
მორიკონეს სცენაზე ცნობილი იტალიელი სოპრანო სუზანა რიგაჩიც შეუერთდა.
ლეგენდარული კომპოზიტორის კონცერტი „ჩექ ინ ჯორჯიას“ ფარგლებში ჩატარდა და მასშტაბურმა ღონისძიებამ, „ბლექ სი არენას“ 2018 წლის სეზონი გახსნა.
„დარწმუნებული ვარ, მორიკონეს...
საიდუმლოს არავისთვის წარმოადგენს, რომ საქართველოში დიდი რაოდენობით დაუმუშავებელი და გამოუყენებელი მიწაა. სასოფლო-სამეურნეო მიწების შესახებ ორგანული კანონი, რომელიც ჯერ მომზადების ეტაპზეა, ამ საკითხსაც დაარეგულირებს.
აშკარაა, რომ კანონმდებლობა ამ მიმართულებით კიდევ უფრო გამკაცრდება. როგორც პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტში ამბობენ, სახელმწიფო უცხოელების საკუთრებაში არსებული აუთვისებელი მიწების ჩამორთმევას არ გამორიცხავს. ამის თაობაზე პირველად კომიტეტის...
თურქული მედიის ინფორმაციით, სტამბოლში ქართველმა ქალმა მეგობარი მამაკაცი მოკლა და შემდეგ თავი მოიკლა.
არსებული ინფორმაციით, ჯ. ხ. სტამბოლში, სისლის რაიონში ცხოვრობდა. მან დაურეგისტრირებელი იარაღიდან გასროლით მოკლა მეგობარი მამაკაცი, თურქეთის მოქალაქე ო. ა. და შემდეგ ამავე იარაღით თავი მოიკლა. სამართალდამცავების ინფორმაციით, დანაშაულს წინ უძღოდა წყვილს შორის კამათი.
თვითმხილველების ცნობით, მომხდარის დროს სახლში ქართველის...
ევროკომისიის პრეზიდენტი ჟან-კლოდ იუნკერი ბრიუსელში მიგრაციის მინი სამიტს უმასპინძლებს.
შეხვედრა კვირას ბრიუსელში ჩატარდება, სადაც ლიდერები მოსალოდნელია, რომ განიხილონ ევროპული გადაწყვეტილებები მიგრაციის გამოწვევებზე, სხვა საკითხებთან ერთად. საბჭომ დაუყოვნებლივ არ დაადასტურა, თუ რომელი ქვეყნის ლიდერები დაესწრებიან.
გერმანულ გაზეთ Bild- ის ცნობით, სამიტს დაესწრებიან საფრანგეთის, იტალიის, ავსტრიის, საბერძნეთის, ბულგარეთისა და ესპანეთის, ასევე გერმანიის ლიდერები....

































