შვედეთში მცხოვრებმა ქართველმა რეჟისორმა ლევან ციქურიშვილმა დოკუმენტური ფილმი გადაიღო ცნობილი შვედი დიჯეის ავიჩის შესახებ. ფილმმა „Avicii: True Stories“ შესაძლოა შვედური ფილმის ინსტიტუტის მიერ დაწესებული ჯილდო „Guldbagge“ მოიპოვოს.
მეგობრებო ბერლინში 6 აპრილიდან 10 აპრილამდე არ გამოტოვოთ ქართველი დიზაინერების პირველი ოფიციალური შოურუმი!   დამატებითი ინფორმაციისთვის: https://www.facebook.com/events/179283989525017/
თურქული პრესის ინფორმაციით, პოლიციამ ორდუს პროვინციაში საქართველოს მოქალაქეთა ჯგუფი დააკავა, რომლის წევრები სპირტიან სასნელებს კუსტარული წესით ამზადებდნენ და ჰყიდდნენ. როგორც გაზეთები "სთარი" და "ვათანი" იუწყებიან, "ქართველი არყისმხდელების წინააღმდეგ მიმართული ოპერაცია პოლიციამ საკმაო ხნის თვალთვალის შემდეგ დაიწყო. სახლში შესვლის შემდეგ გაკვირვებული პოლიციელები თვალებს არ უჯერებდნენ: კარადის უკან საიდუმლო კარი იპოვეს, რომლის...
სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩომ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში და საელჩოს დიპლომატიური გადაფარვის ქვეყნებში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს უმასინძლა. წელს, ღონისძიებაზე საპატიო სტუმრად მოწვეული იყვნენ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში ზამბიის ელჩი ემანუელ მვამბა და მისი მეუღლე, აზერბაიჯანის საქმეთა დროებითი რწმუნებული აზადნაგიევი და მისი მეუღლე, ასევე, პრეტორიაში მცხოვრები საქართველოს მეგობრები. ღონისძიებაზე დამსწრე თანამემამულეებს და სტუმრებს...
33 წლის ნიკო ავალიანის აპლიკაციას, რომელიც მან ამერიკის შეერთებულ შტატებში შექმნა, უკვე 3 000-მდე მომხმარებელი ჰყავს, მათ შორის 500-მდე საქართველოდან. ნიკო 4 წელია ნიუ-იორკში ცხოვრობს, ჩართულია ავტოგადაზიდვის ბიზნესში და შესწავლილი აქვს ამერიკული აუქციონების ბიზნესი, სწორედ აქედან დაიბადა IOS-ის აპლიკაცია GOFORIT-ის შექმნის იდეაც. აპლიკაცია მათთვის შეიქმნა, ვისაც მეორადი ავტომობილის შეძენა სურს.აპლიკაცია...
წყალბურთში მსოფლიო ლიგის მატჩს საქართველოს ეროვნული ნაკრები საბერძნეთის წინააღმდეგ გამართავს. რევაზ ჩომახიძის გუნდი საბერძნეთის ძლიერ ნაკრებს თბილისის საწყლოსნო კომპლექს „ოლიმპიკზე“ უმასპინძლებს. ჩვენს ეროვნულ გუნდში თავის გამოჩენის საშუალება რამდენიმე ახალგაზრდა წყალბურთელს მიეცემა, ხოლო ვატო დადვანს ნაკრებში დებიუტი ექნება. ტრავმის გამო გუნდს ანდრია ბითაძე ვერ დაეხმარება.
არასამთავრობო ორგანიზაცია „მედიის განვითარების ფონდმა” (MDF) 2017 წელს ჩატარებული მედიამონიტორინგის შედეგად, 1 967 ანტიდასავლური გზავნილი გამოავლინა, რომელთა უმეტესობა, ქვეყნის საგარეო პოლიტიკური ორიენტაციის საკითხებზე „პოლარიზაციის გაზრდას ისახავს მიზნად”. ორგანიზაცია გასულ წელს 17 მედიასაშუალებას დააკვირდა და ექვსი ტელევიზიის, შვიდი ონლაინ და ოთხი ბეჭდვური მედიის ერთწლიანი მონიტორინგის ანგარიში 14 მაისს გამოაქვეყნა. ანგარიშის მიხედვით, 2015-2016 წლებისგან განსხვავებით,...
2017 წლის იანვარი-ნოემბრის თვის მონაცემებით, საქართველოს 6,954,932 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც 1,081,031-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და ფიქსირდება +18.4% ზრდა , - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ტურიზმის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს. მათივე ცნობით, 11 თვეში იმ უცხოელი მოგზაურების ანუ ტურისტების რიცხვმა, რომლებმაც 24 საათი და მეტი დაჰყვეს საქართველოში 3,243,963 შეადგინა,...
რამდენიმე საცხობმა პურის ფასი უკვე გაზარდა - ამის შესახებ, რადიო “პალიტრას” გადაცემაში „საქმე“ პურპროდუქტების ასოციაციის ხელმძღვანელმა, მალხაზ დოლიძემ განაცხადა. მისივე თქმით, საცხობების ნაწილში პური 5-10 თეთრით არის გაძვირებული. „ტარიფები იზრდება და ეს მეწარმისთვის მტკივნეულია, რადგან სწორედ ტარიფიდან გამომდინარე ხდება პროდუქციის თვითღირებულების გაანგარიშება. ხოლო თუ მეწარმეს პროდუქციის თვითღირებულება გაეზარდა, ორი გზა...
საკონსულო აღრიცხვაზე მოკლე პერიოდში საქართველოს შვიდი ათასამდე მოქალაქე დადგა, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, ვლადიმერ კონსტანტინიდმა განაცხადა. მისი თქმით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით მზარდი ინტერესია. „საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში მოქალაქეებს მოვუწოდებდით, საკონსულო აღრიცხვაზე დამდგარიყვნენ, რაც მათი საარჩევნო უფლების რეალიზების წინაპირობაა. საკმაოდ მოკლე პერიოდში,  საარჩევნო მიზნით, საკონსულო აღრიცხვაზე დაახლოებით საქართველოს შვიდი...