„ჩვენ გვაქვს ძლიერი გეგმა, რომლითაც ერთობლივად წავიყვანთ ჩვენს ქვეყანას წინ“, – განაცხადა ფრიდრიხ მერცმა, რომელსაც, სავარაუდოდ, მაისის დასაწყისში კანცლერად დაამტკიცებენ.
გერმანიის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირისა“ და „ქრისტიან-სოციალური კავშირის“ კონსერვატიული ბლოკი და „სოციალ-დეომკრატიული პარტია“ მმართველი კოალიციის ჩამოყალიბებაზე შეთანხმდნენ. პარტიებმა ბუნდესტაგში გამართულ პრესკონფერენციაზე კოალიციური...
2023 წლის შეჯამებული მონაცემებით ევროკავშირის წევრთა შორის ყველაზე მეტი 240,000 მოქალაქეობის ნებართვა ესპანეთმა გასცა – ეს რიცხვი ევროკავშირში მთლიანად გაცემული მოქალაქეობების 22.9%-ია.
ესპანეთის შემდეგ, 2023 წლის მონაცემებით, ყველაზე მეტი მოქალაქეობის ნებართვა გაცემული ჰქონდა იტალიას – 214,000, შემდეგ არის გერმანია – 200,000, საფრანგეთი – 97,000...
მარკო რუბიოს აზრით გერმანიისთვის მომაკვდინებელი ღია საზღვრის საიმიგრაციო პოლიტიკა არის .
ამერიკის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო პარტიის „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ექსტრემისტულ ორგანიზაციად გამოცხადების გამო გერმანიას მკაცრად აკრიტიკებს. ამის შესახებ რუბიომ მიკრობლოგ „იქსზე“ დაწერა.
„გერმანიამ ახლახან თავის სადაზვერვო სააგენტოს ოპოზიციის თვალთვალის ახალი უფლებამოსილებები...
უცხოელისთვის ან მოქალაქეობის არმქონე პირისთვის საერთაშორისო დაცვის მინიჭებასთან დაკავშირებული რეგულაციების დახვეწის, არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლისა და თავშესაფრის პროცედურის ბოროტად სარგებლობის პრევენციის მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებული „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი პარლამენტმა მეორე მოსმენით განიხილა და მას მხარი დაუჭირა.
საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი...
ფრიდრიხ მერცი გერმანელებისთვის დაპირებულ საემიგრაციო კანონმდებლობის გამკაცრებას და არალეგალების მიმართ მკაცრი ზომების პოლიტიკის გატარებას ვერ ახერხებს, სოციალ-დემოკრატების მოთხოვნების ჩამონათვალში მიგრაციის პოლიტიკის გამკაცრება და მათი საზღვრებიდან გაბრუნება წითელი ხაზია.
მერცის დაპირება რომ არჩევის შემდეგ უკანონო მიგრანტებს საზღვარზე დააბრუნებდა, 23 თებერვლის არჩევნების შემდეგ მომავალმა კანცლერმა უკვე...
აშშ მიგრანტებს თვითდეპორტაციის წასახალისებლად 1 000 დოლარის ოდენობის დახმარებას სთავაზობს. ამის შესახებ აშშ-ის საშინაო უსაფრთხოების დეპარტამენტი აცხადებს.ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
„დახმარება და შესაძლო ავიაბილეთის ხარჯები მიგრანტებისთვის, რომლებიც ნებაყოფლობით დატოვებენ ქვეყანას, უფრო ნაკლები დაჯდება, ვიდრე რეალური დეპორტაცია“, – აღნიშნულია აშშ-ის საშინაო უსაფრთხოების დეპარტამენტის განცხადებაში. არალეგალური სტატუსის...
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, უმრავლესობის დღევანდელ სხდომაზე რამდენიმე საკითხი განიხილეს, მათ შორის საპარლამენტო უმრავლესობის ახალი ინიციატივა საერთაშორისო დაცვის შესახებ საკანონმდებლო პაკეტთან დაკავშირებით.
როგორც მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე აღნიშნა, საკანონმდებლო ცვლილებათა პროექტით, იზრდება ჯარიმები უცხოელებისთვის, რომლებმაც საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნის წესი დაარღვიეს და მარტივდება...
ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის ლიდერისა და გერმანიის ახალი კანცლერის, ფრიდრიხ მერცის განცხადებით, ახალი მთავრობის სრულად ამოქმედების შემდეგ, გერმანიის მოქალაქეობის მიღების დაჩქარებული წესი გაუქმდება.
როგორც 9 აპრილს, გერმანიის ახალი კოალიციის ფორმირების პროცესის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი, წესი, რომლის თანახმადაც გერმანიის მოქალაქეობის მიღებამდე 5 წლის განმავლობაში ქვეყნის რეზიდენტი...
გერმანიამ საქართველოს 920 მოქალაქეს ნატურალიზაციის კატეგორიით გასულ წელს გერმანიის მოქალაქეობა მისცა
სტატისტიკის ფედერალური ოფისის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, 2024 წელს გერმანიის მოქალაქეობა საქართველოს მოქალაქეების რეკორდულ რაოდენობას, 920 ადამიანს მიენიჭა.
ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, ნატურალიზაცია საქართველოს მოქალაქე 325 მამაკაცს და 600 ქალს მიენიჭა. ასაკობრივი განაწილებით ყველაზე მეტი - 240 ადამიანი 30-დან 35 წლამდეა, 135 ადამიანი კი 18...