საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში სოზარ სუბარი თავშესაფრისა და მიგრაციის საკითხებში ბელგიის სახელმწიფო მდივანი თეო ფრანკენს შეხვდა. მინისტრის განცხადებით, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი, ვინაიდან ბელგია საქართველოს ერთ-ერთი უმთავრესი მხარდამჭერი და პარტნიორია ევროკავშირში. მინისტრი შეეხო ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და ვიზა ლიბერალიზაციის შემდეგ, მიგრანტთა გაზრდილი ნაკადის...
ფინანსთა ყოფილი მინისტრი დავით იაკობიძე აცხადებს, რომ ეროვნული ბანკი ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ყველა ასპექტზე პასუხისმგებელია. ამიტომ რბილი ზეწოლის საშუალებით უნდა ჩამოყალიბდეს ამ პოლიტიკის ზოგადი ტენდენცია.
„ტელევიზორში ვუყურებ საშინელ რეკლამებს. მაგალითად, ვიღაც ქალი რეკლამაში ამბობს, რომ ახლა ავიღე კრედიტი და უნდა გადავფარო სხვა ბანკში კრედიტიო. ე.ი. ხალხს აჩვევენ და მათ ყურს ხედნიან იმისთვის, რომ ადამიანები...
საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტის - „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ იმსჯელეს.
როგორც ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ნიკოლოზ გაგუამ განმარტა, დაგროვებითი საპენსიო სისტემა შესაძლებლობას მისცემს მოქალაქეს შექმნას დანაზოგი,რომელიც პირდაპირპროპორციული იქნება წლების განმავლობაში დასაქმებულის მიერ გამომუშავებული ხელფასის და საშუალებას მისცემს მიიღოს უფრო მაღალი ჩანაცვლების კოეფიციენტი....
2018 წლის 18 ივნისიდან 30 ივნისის ჩათვლით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო იწყებს „საქართველოს ახალგაზრდა ელჩების“ პროგრამაში მონაწილეობის მსურველთა განაცხადების მიღებას.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს „საქართველოს ახალგაზრდა ელჩების“ პროგრამა საშუალებას აძლევს საზღვარგარეთ მცხოვრებ ახალგაზრდებს, ერთწლიანი მანდატით, გახდნენ „ახალგაზრდა ელჩები“ და ხელი შეუწყონ საქართველოს პოპულარიზაციას ადგილსამყოფელ ქვეყნებში.
„ახალგაზრდა ელჩების“ მთავარი ამოცანაა კულტურული,...
საქართველოს ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს ხორვატიაში, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიურ მაღალი დონის შეხვედრაზე (Constituency Meeting) ,,თანამედროვე ტექნოლოგიები, განსაკუთრებით, ბლოკჩეინის ტექნოლოგია, საშუალებას მოგვცემს, კიდევ უფრო შევამციროთ ხარჯები საჯარო სექტორში და გავხადოთ სერვისები კიდევ უფრო ხელმისაწვდომი ჩვენი მოქალაქეებისთვის"
დისკუსიის ერთ-ერთი მთავარი თემა ფინანსური ტექნოლოგიების შესაძლებლობები და არსებული გამოწვევებია. „შეხვედრაზე...
"თუ კი ამ რამდენიმე ორგანიზაციას ხელისუფლებაში ყოფნა, ჩემს ადგილას ყოფნა სურს, ამის საუკეთესო გზა პოლიტიკურ პარტიად ჩამოყალიბებაა, იმისთვის, რომ ერთმანეთს არჩევნებში შევეჯიბროთ", - თქვა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა.
https://www.youtube.com/watch?time_continue=36&v=UGMrcvWAKBY
8 ივნისს იუსტიციის სახლთან აქცია-პერფორმანსი გაიმართა, რომლითაც არასამთავრობოების ნაწილმა იუსტიციის მინისტრის თანამდებობიდან გადადგომა მოითხოვა.
აქციის მონაწილეებს შორის და-ძმა სუბელიანებიც იყვნენ. ანა სუბელიანი და თამაზ ახობაძე არასამთავრობო...
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გაავრცელა განცხადება რომელშიც ხაზგასმულია რომ : ,,ფიზიკურ პირებზე სესხების გაცემის დებულების პროექტს, პირველ რიგში უნდა აღვნიშნოთ, რომ სამსჯელოდ გამოვიტანეთ ამ დებულების მხოლოდ სამუშაო ვარიანტი, რომელიც ჩართული მხარეების კომენტარებისა და შენიშვნების გათვალისწინებით, საბოლოოდ დამტკიცებამდე დაიხვეწება და დაკორექტირდება. "
რაც შეეხება 2018 წლის 7 მაისს შესულ ცვლილებებს რომელიც შესახებაც ამავე...
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს განცხადებით სახელმწიფომ სარეინტეგრაციო დახმარების პროგრამის ფარგლებში, ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულ 339 მიგრანტს მცირე ბიზნესის დასაწყებად გრანტი გადაეცა.
დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი თავად შეხვდა დაბრუნებულ მიგრანტებს, რომლებსაც სახელმწიფომ პროექტები დაუფინანსა. სამინტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად არალეგალური ემიგრაციიდან დაბრუნებულ მიგრანტებს უკვე...
2008 წლის ომის 10 წლისთავთან დაკავშირებით, ევროპარლამენტი საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაზე რეზოლუციის მიღებას გეგმავს. სწორედ ამიტომ ევროპარლამენტში 12 ივნისს საქართველოს შესახებ დებატებია დანიშნული.
პარლამენტში სიტყვით გამოვა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინი თემაზე – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები რუსეთის შეჭრიდან 10 წლის შემდეგ.
დეპუტატები პირველ არხთან საუბარში აცხადებენ, რომ...
საიდუმლოს არავისთვის წარმოადგენს, რომ საქართველოში დიდი რაოდენობით დაუმუშავებელი და გამოუყენებელი მიწაა. სასოფლო-სამეურნეო მიწების შესახებ ორგანული კანონი, რომელიც ჯერ მომზადების ეტაპზეა, ამ საკითხსაც დაარეგულირებს.
აშკარაა, რომ კანონმდებლობა ამ მიმართულებით კიდევ უფრო გამკაცრდება. როგორც პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტში ამბობენ, სახელმწიფო უცხოელების საკუთრებაში არსებული აუთვისებელი მიწების ჩამორთმევას არ გამორიცხავს. ამის თაობაზე პირველად კომიტეტის...