საქართველოს მოქალაქის პასპორტის  საქართველოს საზღვრებს გარეთ არსებული ღირებულების საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ ღირებულებასთან გათანაბრების და საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბერის № 508 დადგენილების გადახედვის ერთ-ერთი ინიციატორი ათენის ქართველ მიგრანტთა საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი ავთანდილ გიუნაშვილი,  იუსიტიის სამინისტროს მიერ გამოცხადებული აქციას,რომელიც  საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის 15 მაისიდან 15 ივლისამდე პასპორტების ფასდაკლებით...
  ემიგრაციაში წასვლის ძირითად მიზეზად ზვიად კვაჭანტირაძეს ეკონომიკური და სოციალური ფაქტორები მიაჩნია, ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა პრემიერ-მინისტრის დამტკიცებისას პარლამენტის ტრიბუნიდან ისაუბრა. მისი განცხადებით:,,იმედის მომცემია დიასპორის მიმართ პრემიერ მინისტრის განწყობა, მით უმეტეს, რომ ჩვენ ვსაუბრობთ,როგორც მინინუმ, მილიონ ნახევარ ადამიანზე, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში იძულებულნი იყვნენ დაეტოვებინათ საქართველო სხვადასხვა მიზეზით. რიგ...
საქართველოს მოქალაქის პასპორტი საერთაშორისო რეიტინგში კიდევ ხუთი პოზიციით დაწინაურდა. საკონსულტაციო კომპანია Henley&Partners-ის ინფორმაციით, საქართველო მსოფლიოში 48-ე ადგილზეა.წინა ანგარიშის მიხედვით, საქართველო 53-ე პოზიციას იკავებდა, უფრო ადრე კი, 68-ე ადგილს. ვებგვერდის მონაცემებით, საქართველოს მოქალაქეებს უვიზოდ ან გამარტივებული პროცედურებით მოგზაურობა მსოფლიოს 112 ქვეყანაში შეუძლიათ.Henley&Partners-ის რეიტინგში პირველობას იაპონია და სინგაპური ინაწილებენ, რომელთა მოქალაქეებს მოგზაურობა გამარტივებული პროცედურებით...
„ჩვენ ვართ მთლიანად ფოკუსირებული იმაზე, რომ საქართველოში შევქმნათ ისეთი ადამიანური კაპიტალი, რომელიც კონკურენტუნარიანი იქნება 21-ე საუკუნეში, ციფრულ ეპოქაში“ - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ „პროგრესული ალიანსის“ მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე - „შრომის პერსპექტივები ციფრულ ეკონომიკაში“ განაცხადა. მთავრობის მეთაურმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ განათლების სისტემის ფუნდამენტური რეფორმა საქართველოს მთავრობისთვის აბსოლუტურ პრიორიტეტს...
ფრაქცია „მრეწველების“ თავმჯდომარე სიმონ ნოზაძე ინიციატივით გამოდის, რომ საქართველოში მრავალშვილიან დედებს ქართვლის დედის სტატუსი მიენიჭოთ. როგორც პირველ არხს ნოზაძემ განუცხადა, ქართვლის დედის სტატუსი უნდა მიენიჭოს იმ დედას, რომელიც შვილებს ქართული ცნობიერებით გაზრდის და მისი არც ერთი შვილი სისხლის სამართლის პასუხისგებაში არ იქნება მიცემული. დეპუტატის მოსაზრებით, ქართვლის დედის სტატუსი შეიძლება ოთხი შვილის...
შინაგან საქმეთა სამინიტროს სასაზღვრო პოლიციის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა, N1 სამმართველოს (ბათუმი) N3 სასაზღვრო სექტორის (გორგაძეთი) დასაცავ მონაკვეთზე ერთობლივად ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, შრი-ლანკის რვა  მოქალაქე საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით დააკავეს. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 4-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. უწყების...
„ბლექ სი არენაზე“ ლეგენდარული იტალიელი კომპოზიტორის ენიო მორიკონეს კონცერტი ჩატარდა. ის ქართველი მსმენელის წინაშე ორსაათიანი პროგრამით წარდგა. იტალიელმა მაესტრომ ცნობილი კომპოზიციები რომის სიმფონიურ ორკესტრთან და თბილისის ოპერის თეატრის გუნდთან ერთად შეასრულა. მორიკონეს სცენაზე ცნობილი იტალიელი სოპრანო სუზანა რიგაჩიც შეუერთდა. ლეგენდარული კომპოზიტორის კონცერტი „ჩექ ინ ჯორჯიას“ ფარგლებში ჩატარდა და მასშტაბურმა ღონისძიებამ, „ბლექ სი არენას“ 2018 წლის სეზონი გახსნა. „დარწმუნებული ვარ, მორიკონეს...
საქართველოს კვიპროსის პრეზიდენტი ნიკოს ანასტასიადი ეწვევა. როგორც საქართველოს პირველი არხისთვის გახდა ცნობილი, კვიპროსის პრეზიდენტის ვიზიტი 16-18 აპრილს იგეგმება. საქართველოს საგარეო უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით დადებითად შეაფასეს კვიპროსის პრეზიდენტის გადაწყვეტილება, ეწვიოს საქართველოს. ასევე აღინიშნა, რომ მაღალი დონის ვიზიტი ახალ მნიშვნელოვან ბიძგს შესძენს საქართველო-კვიპროსის ურთიერთობას.
საიდუმლოს არავისთვის წარმოადგენს, რომ საქართველოში დიდი რაოდენობით დაუმუშავებელი და გამოუყენებელი მიწაა. სასოფლო-სამეურნეო მიწების შესახებ ორგანული კანონი, რომელიც ჯერ მომზადების ეტაპზეა, ამ საკითხსაც დაარეგულირებს. აშკარაა, რომ კანონმდებლობა ამ მიმართულებით კიდევ უფრო გამკაცრდება. როგორც პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტში ამბობენ, სახელმწიფო უცხოელების საკუთრებაში არსებული აუთვისებელი მიწების ჩამორთმევას არ გამორიცხავს. ამის თაობაზე პირველად კომიტეტის...
შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია, ხორავას ქუჩაზე მოკლული ლევან დადუნაშვილის მამას და მის ადვოკატს შეხვდა.შეხვედრას, სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარიაც, ესწრებოდა.  დადუნაშვილის ადვოკატმა განაცხადა, რომ დავით დადუნაშვილს თვითონ ჰქონდა სურვილი, შეხვედროდა შინაგან საქმეთა მინისტრს და მიეღო პასუხები იმ კითხვებზე, რაც ბოლო დროს განვითარებული მოვლენების შემდეგ გაუჩნდა.როგორც მან აღნიშნა, შეხვედრაზე მათ მიიღეს პასუხი...