ნიკოს ანასტასიადი საქართველოს ეწვევა და ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებს გამართავს

0
1464

საქართველოს კვიპროსის პრეზიდენტი ნიკოს ანასტასიადი ეწვევა. როგორც საქართველოს პირველი არხისთვის გახდა ცნობილი, კვიპროსის პრეზიდენტის ვიზიტი 16-18 აპრილს იგეგმება.

საქართველოს საგარეო უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით დადებითად შეაფასეს კვიპროსის პრეზიდენტის გადაწყვეტილება, ეწვიოს საქართველოს. ასევე აღინიშნა, რომ მაღალი დონის ვიზიტი ახალ მნიშვნელოვან ბიძგს შესძენს საქართველო-კვიპროსის ურთიერთობას.