ბექა ოდიშარიამ აზერბაიჯანის დიასპორასთან მუშაობის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარეს უმასპინძლა

0
838

 

საქართველოს პარლამენტის დიასპორის და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ბექა ოდიშარიამ აზერბაიჯანის დიასპორასთან მუშაობის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარეს უმასპინძლა.  ,,გასული ორი დღის განმავლობაში საქართველოს მთავრობასთან ერთად ვმასპინძლობდით აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობის წევრს, დიასპორასთან მუშაობის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარეს, ბატონ ფუად მურადოვს.

გვქონდა ნაყოფიერი შეხვედრები, როგორც საქართველოს პარლამენტში, ასევე გასვლითი შეხვედრები აზერბაიჯანის დიასპორასთან ქალაქ მარნეულში.

აქვე ერთობლივად გავხსენით ახალი რეინტეგრაციის ცენტრი, რომელიც მიზნად ისახავს მოემსახუროს ჩვენს აზერბაიჯანელ მოქალაქეებს, რათა მათ გაიღრმავონ ცოდნა ქართულ ენასა და სხვა მათთვის საინტერესო მიმართულებებით.

ვიმედოვნებთ რომ ის გახდება ქართულ აზერბაიჯანული ურთიერთობების ხელშემწყობი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კერა.

ამავე დროს მინდა პირადი სიმპათია გამოვხატო ჩვენი აზერბაიჯანელი კოლეგის მიმართ, რომელმაც თავისი საქმიანი ვიზიტისას კიდევ ერთხელ დაგვიდასტურა აზერბაიჯანელი ხალხისა და სახელმწიფოს მყარი მხარდაჭერა ქართული სახელმწიფოს, ხალხისა და ჩვენი ფუნდამენტური ინტერესების მიმართ.” – ნათქვამია ოდიშარიას ოფიციალურ გვერდზე გაკეთებულ განცხადებაში.