საბერძნეთის სასკოლო განათლების სისტემა: როგორ ჩავწეროთ ბავშვი ბერძნულ სკოლაში ?

0
1430
საბერძნეთის განათლების სამინისტრო პასუხს აგებს ბავშვების განათლებაზე ოთხი წლის ასაკიდან და ზემოთ, რომლებიც დადიან სახელმწიფო, საზოგადოებრივ და კერძო სკოლამდელ დაწესებულებებში. საბერძნეთში მოქმედებს სახელმწიფო, საზოგადოებრივი და კერძო სკოლამდელი დაწესებულებები, რომელთა მიზანიცაა ოჯახის ფუნქციის შევსება და ყველა შესაძლო საშუალებით ბავშვის განვითარების ხელშეწყობა. სკოლამდელი განათლების პროგრამა მიმართულია ბავშვის აღზრდის ოჯახური წესის უზრუნველყოფაზე, რამდენადაც ეს შესაძლებელია.
საბერძნეთში სწავლა იწყება სეკტემბრის მეორე ორშაბათს და მთავრდება ივნისის 15ისთვის.
სახელმწიფო საშუალო სკოლაში სწავლა უფასოა. პროგრამების შემუშავების სამსახურისა და სასწავლო გამომცემლობის მიერ გამოცემული სახელმძღვანელოები გადაეცემათ მოსწავლეებს და მასწავლებლებს უფასოდ.
მოსამზადებელი – Νηπιαγωγείο ანუ 4 წლის ასაკიდან სავალდებულოა ბავშვმა იაროს პრონიპიოში და შემდგომ 5 წლის ასაკში ნიპიაღოღიოში.
დაწყებითი სასკოლო განათლება პირველი კლასიდან მე6 კლასის ჩათვლით Δημοτικό Σχολείο დაწყებით სკოლაში სწავლა სავალდებულო და უფასოა. დაწყებითი განათლების ძირითადი მიზანი არის ბავშვის პიროვნების ჰარმონიული განვითარება, მის მიერ ცოდნის მიღება, სწორი პოზიციის ფორმირება და უნარ–ჩვევების განვითარება .
გიმნაზია – Γυμνάσιο (მე7,მე8,მე9 კლასი) გიმნაზიის საქმიანობის ძირითადი მიმართულებაა ზოგადი განათლება, მაშინ როცა ლიცეუმში განათლების სისტემა უფრო მოქნილია და შემოთავაზებულია სხვადასხვა მიმართულებები. გიმნაზიაში სწავლის დასრულების შემდეგ მოსწავლეები იღებენ ატესტატს.
ლიცეუმი – Λύκειο ( მე10,მე11,მე12 კლასი) ლიცეუმის პირველი კლასი საერთოა ყველა მოსწავლისთვის, და ყველა საგანი მიეკუთვნება ძირითად საგნებს, ანუ ეს საგნები სავალდებულოა. ლიცეუმის მეორე და მესამე კლასში მოსწავლეებს არჩევანის უფლება ეძლევათ პირადი მიდრეკილებების, უნარების და ინტერესების მიხედვით, და მათ საშუალება აქვთ დამოუკიდებლად შეადგინონ თავიანთი სწავლის პროგრამა. სწორი არჩევანის გაკეთებაში მათ დახმარებას გაუწევს საკონსულტაციო და პროფესიული აღზრდის მასწავლებელი, ასევე მოსწავლეთა არჩევანის ანალიზის საბჭო. სასწავლო პროგრამის დასრულების შემდეგ, მოსწავლეებს, რომლებმაც საშუალო განათლება მიიღეს, გადაეცემათ ატესტატი.
სახელმწიფო ან საზოგადოებრივი სკოლამდელი დაწესებულება ბავშვების ჩაწერა სახელმწიფო ან საზოგადოებრივ სკოლამდელ დაწესებულებებში წარმოებს, ძირითადად მაისის თვეში .
რა საბუთები დაგჭირდებათ ბავშვის სკოლაში ჩაწერისთვის :
1) დაბადების მოწმობა
2) აცრების ფურცელი
3) მისამართის დამდასტურებელი მოწმობა
4) მშობლის პირადობა,პასპორტი
5) თუ ბავშვს გავლილი აქვს რამოდენიმე წელი სხვა ქვეყნის სკოლაში აუცილებელია წარადგინოთ ამი დამადასტურებელი დოკუმენტი რომელიც უნდა იქნას დამოწმებული Apostille -ის ბეჭედით ( აპოსტილი ) და ოფიცილურად უნდა იყოს ნათარგმნი საბერძნეთის საგარეოს სამინისტროს სატარჯიმნო ოფისში რომელიც მდებარეობს :არიონოს 10 მონასტირაკზე
ავტორი: სოფია სარიდი Hellenic Georgian info