ევროკომისიის პრესსპიკერმა ჟან-კლოდ იუნკერის თბილისში ვიზიტის ამსახველ ფოტოები გამოაქვეყნა. Twitter-ის გვერდზე ნათქვამია, რომ საქართველოს პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა ევროკომისიის პრეზიდენტს გულითადი დახვედრა მოუწყვეს.
ხვალ ჟან-კლოდ იუნკერი გაფართოების საკითხებში ევროკომისარ იოჰანეს ჰანთან ერთად საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას.
https://twitter.com/MargSchinas/status/1000023006599630848
1tv.ge
ესპანეთის სამეფოში საქართველოს საელჩომ მორიგი თანადგომა განახორციელა ესპანეთში უსახსროდ დარჩენილი კიდევ ერთი ქართული ოჯახისადმი და წამალაშვილების ოჯახი, რომელიც კორონავირუსით გამოწვეული მდგომარეობის გამო უსახსროდ დარჩა და ვერ ახერხებდა სამშობლოში დაბრუნებას, საქართველოს მთავრობის დახმარებითა და საელჩოს ორგანიზებით 2 აგვისტოს მადრიდიდან თურქეთის გავლით სამშობლოში დაბრუნდა.
ფინეთში 2008 წლის აგვისტოს ომის ამსახველი ფოტო-გამოფენა მოეწყო.
ღონისძიებაზე საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, მალხაზ კაკაბაძემ ისაუბრა საქართველოში რუსეთის მიერ განხორციელებულ სამხედრო აგრესიასა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებულ მძიმე ვითარებაზე. ელჩმა დამსწრე საზოგადოებას ასევე გააცნო საქართველოს მთავრობის ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისაკენ“, რომელიც მიმართულია, რეგიონში სტაბილურობის განმტკიცებისკენ და...
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით აუცილებლად აღმოიფხვრება ის ხარვეზები, რომლებიც მანიპულაციის გზით ბინადრობის ნებართვის მიღების შესაძლებლობას ქმნის.
„მინდა გამოვეხმაურო თბილისის მერის, კახი კალაძის დღევანდელ განცხადებას უცხოელებზე ბინადრობის ნებართვის გაცემის წესის რეგლამენტაციის შესახებ. ეს არის ეროვნული ინტერესების დაცვის თვალსაზრისით, ძალზე მნიშვნელოვანი ინიციატივა, რომელსაც პარლამენტი საშემოდგომო სესიაზე განიხილავს. აუცილებლად აღმოიფხვრება ის ხარვეზები, რომლებიც მანიპულაციის...
ფინანსთა ყოფილი მინისტრი დავით იაკობიძე აცხადებს, რომ ეროვნული ბანკი ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ყველა ასპექტზე პასუხისმგებელია. ამიტომ რბილი ზეწოლის საშუალებით უნდა ჩამოყალიბდეს ამ პოლიტიკის ზოგადი ტენდენცია.
„ტელევიზორში ვუყურებ საშინელ რეკლამებს. მაგალითად, ვიღაც ქალი რეკლამაში ამბობს, რომ ახლა ავიღე კრედიტი და უნდა გადავფარო სხვა ბანკში კრედიტიო. ე.ი. ხალხს აჩვევენ და მათ ყურს ხედნიან იმისთვის, რომ ადამიანები...
საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის ბრძანებით, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე ლაშა დარსალია დაინიშნა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ლაშა დარსალია 2017 წლის ნოემბრიდან დღემდე იკავებდა შერიგების და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობას. მას აქვს სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურებში ხელმძღვანელ პოზიციებზე საქმიანობის დიდი გამოცდილება, კერძოდ ის იკავებდა საქართველოს დაზვერვის სამსახურში ანალიტიკური დირექტორატის...
საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის აზრით, ახალგაზრდები იძულებულები არ უნდა ხდებოდნენ საზღვარგარეთ მიდიოდნენ და ახდენდნენ საკუთარი შესაძლებლობებისა და პოტენციალის რეალიზებას.
თავად ახალგაზრდა პრემიერი ფიქრობს რომ, საქართველომ უნდა შექმნას შესაძლებლობები, რათა თვითრეალიზაციის მიზნით საზღვარგარეთ წასვლა არ მოუწიოთ.
„ძალიან მიხარია, როდესაც მესმის ბევრი წარმატებული ახალგაზრდის საქმიანობის შესახებ საზღვარგარეთ, მაგრამ ჩვენ უნდა გავაკეთოთ...
ირანის საგარეო უწყება საქართველოს საიმიგრაციო პოლიტიკის ახსნას და დეპორტაციის მიზეზების მკაფიო განმარტება სთხოვს, ირანელებს კი საქართველოში მგზავრობისგან თავის შეიკავებას ურჩევს. როგორც ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბაჰრამ ქასემიმ განაცხადა,სამინისტრო ურჩევს თავის მოქალაქეებს, უარი თქვან საქართველოში სტუმრობაზე, თუკი ეს აუცილებელი არ არის. აღნიშნული განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც ირანის რამდენიმე მოქალაქეს, საქართველოს საზღვრის...
ვენესუელის დროებითი ხელისუფლება ჩვენ სეპარატისტთა აღიარების უკან გაწვევას აპირებს.
The interim authorities of Venezuela intend to withdraw recognition of Abkhazia & South Ossetia, Guaido's envoy Gustavo Tarre said in Washington DC adding that the new government is not going to continue Maduro's administration's policies & isn't afraid of Russia
ვენესუელის ახალი...
Deutsche Welle- ს ცნობით გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიულმა და ქრისტიან-სოციალისტურმა კავშირებმა და აგრეთვე „დიდ კოალიციაში“ მათთან ერთად შემავალმა სოციალ-დემოკრატილმა პარტიამ იმიგრაციის პოლიტიკის გამკაცრების შესახებ შეთანხმებას მიაღწია.
მთავარი დისკუსიის მთავარი თემა მიგრანტების პირველადი რეგისტრაციის საკითხი იყო, კოალიციამ მიიღო გადაწყვეტლება, რომლის თანახმადაც მიგრანტების საქმეს დაჩქარებული წესით განიხილავენ.
ამ დრომდე ისინი დროებით განთავსების ცენტრებში იმყოფებიან.

































