ფინეთში 2008 წლის აგვისტოს ომის ამსახველი ფოტო-გამოფენა მოეწყო

0
1322

ფინეთში 2008 წლის აგვისტოს ომის ამსახველი ფოტო-გამოფენა მოეწყო. 

ღონისძიებაზე საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, მალხაზ კაკაბაძემ ისაუბრა საქართველოში რუსეთის მიერ განხორციელებულ სამხედრო აგრესიასა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებულ მძიმე ვითარებაზე. ელჩმა დამსწრე საზოგადოებას ასევე გააცნო საქართველოს მთავრობის ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისაკენ“, რომელიც მიმართულია, რეგიონში სტაბილურობის განმტკიცებისკენ და მიზნად ისახავს  საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ჩართულობის უზრუნველყოფას იმ პოზიტიურ ინიციატივებსა და სიკეთეებში, რომელსაც საქართველო ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე იღებს.

ღონისძიების დასასრულს გაიმართა დისკუსია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციისა და ე.წ. „ბორდერიზაციის“ პროცესის შესახებ.
ღონისძიების ფარგლებში, გაიმართა დოკუმენტური ფილმების „Creeping Borders” და “Life with barbed wires” ჩვენება.

ღონისძიებას  ესწრებოდნენ ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს, პარლამენტის, დიპლომატიური კორპუსის და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, ასევე ჰელსინკის უნივერსიტეტის სტუდენტები.