დანაშაულში სამწუხაროდ მხილებულია საქართველოს მოქალაქეები – ირაკლი ღლონტის განცხადება

0
10689

ძვირფასო ემიგრანტებო, დიასპორელებო, იმედი მქონდა, რომ იტალიაში, შს მინისტრის ოჯახის მიმართ ჩადენილი დანაშაულის მონაწილე პირები არ იყვნენ ქართველი ემიგრანტები, სწორედ ამიტომ, გუშინ, მიუხედავად მღელვარებისა, თავი შევიკავე პოზიციის საჯაროდ დაფიქსირებისგან. რამდენადაც ჩემთვის ცნობილი გახდა, დანაშაულში სამწუხაროდ მხილებულია საქართველოს მოქალაქეები.

დღეს კი, ჩვენს ემიგრანტებს, დიასპორელებს და დიასპორულ ორგანიზაციებს, განსაკუთრებით კი იტალიაში მცხოვრებ თანამემამულეებს, მოგმართავთ თხოვნით და მოწოდებით, რომ ქართული სახელმწიფოს ავტორიტეტის, ქართველი ხალხის ღირსების და ემიგრანტების ინტერესების დაცვის მიზნით, იტალიურ და ინგლისურ ენებზე მაქსიმალურად გაავრცელოთ ინფორმაცია, რომ ჩვენი ხალხი უმკაცრესად ვგმობთ ნებისმიერ კრიმინალურ ფაქტს, მიუხედავად დამნაშავის წარმომავლობისა და ჩვენი არჩევანია ემიგრაციაში ყოფნის მანძილზე კეთილსინდისიერი შრომა და მიმღები ქვეყნის პატივისცემა. – აცხადებს მიმართვაში ემიგრაციისა და დიასპორის საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელი ირაკლი ღლონტი