კახა კალაძე მილანის მერს შეხვდა მილანში ვიზიტით მყოფი თბილისის მერი კახა კალაძე მილანელ კოლეგას, ჯუზეპე სალას შეხვდა. მხარეებმა ისაუბრეს ორი ქვეყნის ურთიერთობებზე, თბილისსა და მილანს შორის თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე სხვადასხვა მიმართულებით. საუბარი შეეხო მილანში საქართველოს გენერალური საკონსულოს გახსნის...
ჩვენი თანამემამულეების ინტერესების სათანადოდ დაცვისთვის და სერვისების ხელმისაწვდომობისთვის, მილანში გენერალური საკონსულოს არსებობა საჭირო და მნიშვნელოვანია - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა მილანში გენერალური საკონსულოს ოფიციალურად გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა. იტალიის ქალაქ მილანში საქართველოს გენერალური საკონსულოს ოფიციალური გახსნის ცერემონია გაიმართა, რომელსაც, როგორც საქართველოს, ისე...
5 ივნისს, საქართველოს გენერალურმა კონსულმა კრაკოვში იოსებ ხახალეიშვილმა, გაცნობითი შეხვედრა გამართა მალოპოლსკის სავოევოდოს მარშალთან ლუკაშ სმილკასთან. შეხვედრაზე საუბარი შეეხო მალოპოლსკასა და საქართველოს რეგიონებს შორის სამომავლო თანამშრომლობას და გაცვლით ვიზიტებს ბიზნესის და განათლების სფეროში, ასევე აჭარისა და მალოპოლსკას რეგიონების მიერ განხორციელებულ ერთობლივ პროექტებს. მარშალმა...
2025 წლის 30 აპრილს ესპანეთის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ალექსანდრე ჭკუასელმა ესპანეთის მეფეს ფელიპე VI რწმუნებათა სიგელები გადასცა. სიგელების გადაცემის ოფიციალური ცერემონია ესპანეთის სამეფო სასახლეში გაიმართა.ცერემონიის შემდეგ საქართველოს ელჩსა და ესპანეთის მეფეს შორის აუდიენცია გაიმართა, რომლის დროსაც ვრცლად ისაუბრეს და ორმხრივი მზაობა გამოიხატა საქართველოსა და...
,,მეტი სტუმართმოყვარეობა მართებთ საფრანგეთს, პოლონეთს და ზოგიერთ სხვა ქვეყანას, რა ესაქმება 150-კაციან აქციებზე 5-6 უცხოელ მოქალაქეს, ამაზე უნდა გასცეს პასუხი შესაბამისმა სახელმწიფომ- განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. მაგალითად, პოლონეთის სტატისტიკა რომ ავიღოთ, საქართველოს დაახლოებით 750 მოქალაქეს ეთქვა უარი პოლონეთში შესვლაზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ბუდაპეშტში ჟურნალისტიკის...
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, უმრავლესობის დღევანდელ სხდომაზე რამდენიმე საკითხი განიხილეს, მათ შორის საპარლამენტო უმრავლესობის ახალი ინიციატივა საერთაშორისო დაცვის შესახებ საკანონმდებლო პაკეტთან დაკავშირებით. როგორც მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე აღნიშნა, საკანონმდებლო ცვლილებათა პროექტით, იზრდება ჯარიმები უცხოელებისთვის, რომლებმაც საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნის წესი დაარღვიეს და მარტივდება...
2025 წლის 8 ივნისს, ქ. ხულონში, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ზაზა კანდელაკმა შეხვედრა გამართა ქალაქის მერთან, შაი ქეინანთან. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და ისრაელის სახელმწიფოს შორის არსებული ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს.ასევე, საუბარი შეეხო ხულონისა და ქუთაისის დამეგობრობის საკითხს.
ჩვენ არ გვაქვს იმის უფლება, რომ, ისედაც მცირერიცხოვანმა ერმა ჩვენს დიასპორას განსაკუთრებული ყურადღება არ დავუთმოთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პრემიერის თქმით, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ახალგაზრდობას და ახალგაზრდების მჭიდრო კავშირის შენარჩუნებას სამშობლოსთან.
ისრაელში, სადეპორტო დაწესებულებაში მყოფი საქართველოს მოქალაქეები საქართველოში დაბრუნდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. საგარეო უწყების ცნობით, თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს მოქალაქეების ჩამოფრენის დროს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი იმყოფებოდა.
მილანში საქართველოს გენერალური საკონსულო გაიხსნა. საქართველოს გენერალური საკონსულოს ოფიციალურ გახსნასა და დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საზეიმო ღონისძიება ვისკონტების სასახლეში გაიმართა. ღონისძიებაზე შესრულდა საქართველოსა და იტალიის სახელმწიფო ჰიმნები. სტუმრებს სიტყვით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ. მთავრობის მეთაურმა სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა...