ელჩების მინიმუმ 80 % დაკავებულია კოქტეილის სმით და ბიუჯეტის ხარჯზე ოჯახის ფუფუნებაში ცხოვრებით, ეს კი დაუშვებელია. იმდენად გათავხედებულია ზოგიერთი მათგანი, დეოკუპაციაზე და სხვა ქართულ ინტერესებზე ზრუნვა კი არა, ჩვენს ემიგრანტებს არ ეკონტაქტებიან საზღვარგარეთ და ჩვენი ხალხი პრაქტიკულად მიტივებული არიან ბედის და რისკების ამარა. როგორ გინდათ ამ მოცემულობაში პროგრესის მიღწევა...
ესპანეთის სამეფოში საქართველოს საელჩო მიმდინარე წლის 12 აპრილს, მონაწილეობას იღებს საქველმოქმედო გამოფენა-ბაზრობაში, რომელიც ესპანეთის დედოფლის სოფიას ფონდის პატრონაჟითა და ესპანეთში დიპლომატთა საერთაშორისო ასოციაციის (AIDE) ორგანიზებით, მადრიდის სიბელესის სასახლეში გაიმართება. ღონისძიებაში ასევე მონაწილეობენ ესპანეთში აკრედიტებული დიპლომატიური მისიები და ბიზნესის სფეროში მოღვაწე სხვადასხვა კომპანიები. ...
საქართველოს მთავრობა იტალიასთან ფრენების შეწყვეტის საკითხს განიხილავს. ამის შესახებ ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის შემდეგ, ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა განუცხადა. მისი თქმით, საკითხი განიხილება, თუმცა ჯერ გადაწყვეტილება მიღებული არ არის. „ფრენების შეწყვეტის საკითხი პრაქტიკულად ყოველდღიურ თათბირებზე განიხილება, მაგრამ გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის. იტალიის მიმართულება შედარებით...
ათენში გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქის საქართველოში გადასვენების ხარჯებს საქართველოს მთავრობა დაფარავს. აღნიშნული ინფორმაცია ათენში საქართველოს საკონსულოში დაასტურეს, მათ მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად დღეს დილით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში შესული განცხადება ათენში გარდაცვლილი მარინა კლდიაშვილის  გადასვენის შესახებ უკვე დადასტურებულია და საკონსულო სამსახურის მიერ ჩატარებული სამუშაოების შედეგად გარდაცვლილის სამშობლოში გადასვენების პროცედურების შესრულებას...
თურქეთში საქართველოს ელჩი გიორგი ჯანჯღავა თურქეთის რესპუბლიკაში მყოფ საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებს. ელჩი თურქეთის იმ ქალაქების ჩამონათვალს აქვეყნებს, რომლებშიც საკარანტინო რეჟიმი არის შემოღებული. „თურქეთის რესპუბლიკაში მყოფ საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ! კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, თურქეთის შემდეგ 14 ქალაქში გამოცხადდა კარანტინი: რიზე, ვანი, იოზგათი, მალათია, თუნჯელი,...
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტისა და სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების მჭიდრო კოორდინაციით, ბოლო დღეებში ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოდან უცხო ქვეყნის 21 მოქალაქის გაძევება განხორციელდა. -ნათქვამია შსს - ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. შსს-ს ცნობით საქართველოდან გაძევებულ იქნა - თურქეთის, რუსეთის, ეგვიპტის, ირანის, თურქმენეთის,...
  2018 წლის 18 ივნისიდან 30 ივნისის ჩათვლით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო იწყებს „საქართველოს ახალგაზრდა ელჩების“ პროგრამაში მონაწილეობის მსურველთა განაცხადების მიღებას. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს „საქართველოს ახალგაზრდა ელჩების“ პროგრამა საშუალებას აძლევს საზღვარგარეთ მცხოვრებ ახალგაზრდებს, ერთწლიანი მანდატით, გახდნენ „ახალგაზრდა ელჩები“ და ხელი შეუწყონ საქართველოს პოპულარიზაციას ადგილსამყოფელ ქვეყნებში. „ახალგაზრდა ელჩების“ მთავარი ამოცანაა კულტურული,...
  სტრასბურგის ცენტრში სროლის გამო, საფრანგეთში საქართველოს საელჩო საქართველოს მოქალაქეებს აფრთხილებს. როგორც საელჩოს განცხადებაშია აღნიშნული, ყველა პირს, რომელსაც ესაჭიროება დახმარება, შეუძლია, დაუკავშირდეს ევროპის საბჭოსთან საქართველოს მუდმივ წარმომადგენლობას შემდეგ ნომერზე +33611543460. „სტრასბურგის ცენტრში (საშობაო ბაზრობის ტერიტორიაზე) მომხდარი სროლის გათვალისწინებით, საფრანგეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს ქალაქ სტრასბურგში მყოფ პირებს, დარჩნენ საკუთარ საცხოვრებელ ადგილებზე. თავი შეიკავონ...
. ევროპარლამენტი, რეზოლუციის პროექტის თანახმად, მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. რეზოლუციის პროექტში წერია, რომ სუვერენიტეტი, დამოუკიდებლობა და კონფლიქტების მშვიდობიანი გზებით მოგვარება არის ევროპული უსაფრთხოების წესრიგის ძირითადი პრინციპი. საქართველოს კონფლიქტის მოგვარება არსებითია ევროპულ კონტინენტზე სტაბილურობისა და უსაფრთხოების გასაძლიერებლად. კონფლიქტები და საქართველოს ტერიტორიების განგრძობადი ოკუპაცია წარმოადგენს პოტენციურ საფრთხეს ევროპული ქვეყნების სუვერენიტეტისათვის. ევროპარლამენტი მოუწოდებს რუსეთს, გააუქმოს...
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში მორიგი ცვლილება განხორციელდა. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ აფხაზეთის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მინისტრის თანამდებობაზე ალიონა ჩხოტუა დანიშნა. ახლად დანიშნული მინისტრი გიორგი ჯინჭარაძემ დღეს სამინისტროს თანამშრომლებს პირადად წარუდგინა. ალიონა ჩხოტუა 1976 წელს გაგრაში დაიბადა. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის...