საელჩოს განცხადება მადრიდში მცხოვრები ქართველების საყურადღებოდ

0
263

ესპანეთის სამეფოში საქართველოს საელჩო მიმდინარე წლის 12 აპრილს, მონაწილეობას იღებს საქველმოქმედო გამოფენა-ბაზრობაში, რომელიც ესპანეთის დედოფლის სოფიას ფონდის პატრონაჟითა და ესპანეთში დიპლომატთა საერთაშორისო ასოციაციის (AIDE) ორგანიზებით, მადრიდის სიბელესის სასახლეში გაიმართება. ღონისძიებაში ასევე მონაწილეობენ ესპანეთში აკრედიტებული დიპლომატიური მისიები და ბიზნესის სფეროში მოღვაწე სხვადასხვა კომპანიები.

გამოფენაზე საქართველოს საელჩოს ექნება საკუთარი სტენდი, რომელიც წარმოაჩენს ქვეყნის კულტურას, ტურიზმს, ღვინოსა და გასტრონომიას. ასევე, მადრიდის ქართული ცეკვის აკადემია “Georgia” შეასრულებს ქართულ საცეკვაო ნომრებს. ღონისძიებიდან შემოსული თანხა მოხმარდება საქველმოქმედო ორგანიზაციებს, დასწრება კი უფასოა!