ვინ და როდის შეძლებს ახალი პასპორტის მიღებას – მინისტრის ახალი ბრძანებულება

0
559

საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტის დიზაინი იცვლება. შესაბამის ბრძანებას 3 აპრილს ხელი იუსტიციის მინისტრმა მოაწერა.

ცვლილება არამხოლოდ საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიულ პასპორტს, არამედ ბიომეტრიული დიპლომატიურ პასპორტსა და ბიომეტრიულ სამსახურებრივ პასპორტს, აგრეთვე საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის ბიომეტრიულ სამგზავრო პასპორტისა და ლტოლვილის ბიომეტრიული სამგზავრო დოკუმენტსაც ეხება. იცვლება მათი ტექნიკური მახასიათებლები და ფორმები.

ახალი დიზაინის პასპორტების მიღებას საქართველოს ყველა ის მოქალაქე შეძლებს რომელიც სამოქალაქო სერვისების განვითარების სააგენტოს 2025 წლის 4 ივნისიდან მიმართავს პასპორტის მისაღებად.

ხოლო ის მოქალქეები რომლებსაც მოქმედი პასპორტების აქვთ შეძლებენ , ამ დრომდე გაცემული პასპორტების გამოყენებას ვადის გასვლამდე .