2025 წლის 17 აპრილს საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილების შედეგად არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლის გამკაცრებებული რეგულაციები შევიდა და კონკრეტული ქვეყნის მოქალაქეებისთვის დამატებითი შეზღუდვების დაწესდა.
„ დაწესდა კონკრეტული ქვეყნების ჩამონათვალი, რომელთა მოქალაქეებს, იმ შემთხვევაში ,თუ აქვთ სპარსეთის ყურის ქვეყნების ვიზა ან ბინადრობა, ამ დოკუმენტზე უნდა იყოს მოქმედების ვადა 1 წელი ან მეტი. მხოლოდ ამ შემთხვევაში მიეცემათ მათ საქართველოში შემოსვლის უფლება და დარჩენის შესაძლებლობა. ცვლილებების განხორციელებამდე არ იყო განსაზღვრული კონკრეტული ვადა, პირიქით, შესაძლებელი იყო, რომ, მაგალითად, ერთკვირიანი ვიზით ან ბინადრობის მოწმობით შემოსულიყო, მაგალითად, ავღანეთის მოქალაქე და საქართველოში დარჩენილიყო. ცვლილებების მიზანს წარმოადგენს, რომ გამკაცრდეს მიდგომა კონკრეტული ქვეყნის მოქალაქეებთან მიმართებაში, ვინაიდან ფიქსირდებოდა შემთხვევები მათი მხრიდან თავშესაფრის მოთხოვნის და ქვეყანაში არალეგალურად დარჩენის. ცვლილებების მიზანს წარმოადგენს არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლის გამკაცრება და კონკრეტული ქვეყნების მოქალაქეებისთვის დამატებითი შეზღუდვების დაწესება“, – განაცხადა ცვლილებების შესახებ გაკეთებული კომენტირებისას შსს მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ.