მიმდინარე წლის 23 სექტემბერს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ კონსტანტინიდიმ ონლაინ შეხვედრა გამართა ესპანეთის სამეფოში მოქმედი ქართული დიასპორული ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან და წარმომადგენლებთან. შეხვედრაზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა ქართული დიასპორის მნიშვნელოვან როლზე საზღვარგარეთ ეროვნული და კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნების, საქართველოს პოპულარიზაციისა და ქვეყნის პოზიტიური...
2025 წლის 12 სექტემბერს, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საბერძნეთის რესპუბლიკაში, ლევან ბერიძემ, საქართველოს საელჩოში უმასპინძლა ათენის ბავშვთა საფეხბურთო აკადემია ,,იბერია” F C Iberia Athens დამფუძნებელსა და დირექტორს, ვალერი ბურჯალიანს. როგორც საბერძნეთში საქართველოს საელჩო იტყობინება შეხვედრაზე საუბარი შეეხო ათენის ბავშვთა საფეხბურთო აკადემიის განვითარებისა...
 საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი 2025 წლის 9-10 აპრილს საბერძნეთის რესპუბლიკაში შეხვედრებს გამართავს. მინისტრი მონაწილეობას მიიღებს „დელფოსის ეკონომიკური ფორუმში“.  აღნიშნული ფორუმი წარმოადგენს მნიშვნელოვან პლატფორმას, სადაც მსოფლიო ლიდერები, პოლიტიკოსები და ექსპერტები  გლობალურ ეკონომიკურ, პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებს განიხილავენ. “დელფოსის...
როგორც საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო იტყობინება თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სპეციალური რეისით ვარშავა-თბილისი სამშობლოში 171 ადამიანი მშვიდობით და ექსცესების გარეშე დაბრუნდა. შეგახსენებთ რომ პრემიერ გახარიას მთავრობის გადაწყვეტილებით უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში ეტაპობრივი დაბრუნების პროცესი გრძელდება. „მგზავრებმა აეროპორტშივე...
14 მაისი 2025 პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა და 87 ხმით მიიღო „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილება. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ხათუნა თოთლაძის განმარტებით, ცვლილებებით, დიპლომატიური თანამდებობის პირისთვის და ადმინისტრაციული პერსონალისთვის როტაციის ვადის გაგრძელების შესაძლებლობა იზრდება არა უმეტეს ერთ წლამდე ვადით. მისი თქმით, ტექნიკური...
საქართველოს მთავრობა დიასპორულ ანსამბლებს ფინანსურად დაეხმარება და მათ კონკურსის საშუალებით საგრანტო პროექტებს დაუფინანსებს - ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტრო იტყობინება.  როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს 2025 წლის საგრანტო კონკურსს „უცხოეთში მოქმედი ქართული ცეკვისა და სიმღერის ანსამბლების მხარდაჭერა“წარმოადგენს და საგრანტო პროექტების  მიზნები ქართული დიასპორის სამშობლოსთან კავშირების გაღრმავების და კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნების ხელშეწყობა, საზღვარგარეთ საქართველოსა და ქართული კულტურის პოპულარიზაცია წარმოადგენს.  აღსანიშნავია რომ,  2019 წლიდან სისტემატიურად ფინანსდება საზღვარგარეთ მოქმედი ქართული ანსამბლების ფუნქციონირების და მათი განვითარების ხელშეწყობის მიზნით წარმოდგენილი პროექტები , რასაც საქართვლოს მთავრობა ქართულ დიასპორაზე ზრუნვის საკონსტიტუციო ვალდებულებას შესაბამისად ახორციელებს და...
2025 წლის 16 სექტემბერს, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საბერძნეთის რესპუბლიკაში, ლევან ბერიძე და საელჩოს პოლიციის ატაშე, შოთა ხურციძე, საბერძნეთის მთავრობის მიერ ორგანიზებულ, სალამინას ისტორიული ბრძოლის თარიღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ . როგორც საბერძნეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო იტყობინება საქართველოს ელჩმა, საბერძნეთის პარლამენტის წინ მდებარე...
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ხათუნა თორთლაძემ პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტს „საკონსულო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი წარუდგინა. პროექტი ითვალისწინებს არსებული კანონიდან სსიპ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტის ამოღებას, რომელიც მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული სპეციალური...
8 მაისს, საქართველოს გენერალურმა კონსულმა კრაკოვში - იოსებ ხახალეიშვილმა, შეხვედრა გამართა აშშ-ს გენერალურ კონსულთან ერინ ნიკერსონთან. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საკონსულოებს შორის თანამშრომლობას და სამომავლო გეგმებს. იოსებ ხახალეიშვილმა ხაზი გაუსვა კრაკოვში საქართველოს გენერალური საკონსულოს გახსნის მნიშვნელობას პოლონეთსა და საქართველოს შორის სავჭრო კავშირების,...
საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ქართული კულტურის დღეები გაიმართა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში. ღონისძიება პოლონეთში ქართული დიასპორის ორგანიზებით ჩატარდა, სადაც დამთვალიერებლის წინაშე წარმოდგენილი იყო სხვადასხვა სახის ქართული პროდუქცია და ხელნაკეთი ნივთები. კულტურის დღეებზე მისულ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეგემოვნებინათ ქართული სამზარეულო და ქართული ღვინის სხვადასხვა სახეობები. ღონისძიება...