საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება სადაც აღნიშნულია რომ 2018 წლის 1 მაისიდან, აცხადებს სტაჟირების კონკურსს, რომელიც მიზნად ისახავს სამინისტროს ცენტრალური აპარატის დიპლომატიურ დეპარტამენტებში, ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტსა და ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურში სტაჟიორთა აყვანას. სტაჟირება დაიწყება 2018 წლის 3 სექტემბრიდან და გაგრძელდება 3 დეკემბრის ჩათვლით. საგარეო საქმეთა სამინისტროში სტაჟირება...
აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, თამარ ტალიაშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს თეთრ სახლში რწმუნებათა სიგელები გადასცა.
ცერემონიის ფარგლებში პრეზიდენტთან შეხვედრისას დონალდ ტრამპმა ახლადდანიშნულ ელჩს წარმატებები უსურვა მომავალ საქმიანობაში.
„მნიშვნელოვანი დღე იყო დღეს ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში. მქონდა პატივი, გადამეცა რწმუნებათა...
„ლიბიაში დღეს არსებული ვითარების გამო სახელმწიფო ინსტიტუტები შეფერხებით ფუნქციონირებენ. დაკავებული ქართველი მეზღვაურის გასათავისუფლბელად გამოვიყენეთ ყველა შესაძლო ბერკეტი ყველა დონეზე, როგორც დიპლომატიური, ასევე სამართლებრივი“-განაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ ვლადიმერ კონსტანტინიდმა და კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, საქართველოს მოქალაქის გასათავისუფლბელად ხელისუფლების კოორდინირებულ მუშაობას და მიღწეული შედეგს.საკონსულო დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის განმარტებით,...
სირიაში რუსეთის მიერ მანიპულირებადი ასადის რეჟიმის მიერ საქართველოს ორი ისტორიული რეგიონის - აფხაზეთსა და ცხინვალის (სამხრეთ ოსეთის) დამოუკიდებლობის აღიარება არის ასადის მხრიდან საერთაშორისო სამართლის კიდევ ერთი უხეში დარღვევა და უნდა დაიგმოს საერთაშორისო საზოგადოების მიერ.
https://twitter.com/JanelidzeMkh/status/1001415340390277120
საქართველოს მთავრობა იტალიასთან ფრენების შეწყვეტის საკითხს განიხილავს. ამის შესახებ ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის შემდეგ, ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა განუცხადა. მისი თქმით, საკითხი განიხილება, თუმცა ჯერ გადაწყვეტილება მიღებული არ არის.
„ფრენების შეწყვეტის საკითხი პრაქტიკულად ყოველდღიურ თათბირებზე განიხილება, მაგრამ გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის. იტალიის მიმართულება შედარებით...
შს სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს მიერ „უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ“ გაფორმებული შეთანხმებების ფარგლებში, გერმანიიდან ჩარტერული რეისით საქართველოს 68 მოქალაქის რეადმისია განხორციელდა. აღნიშნული მოქალაქეების დაბრუნება მოხდა გერმანიიდან, შვეიცარიიდან, ბელგიიდან და ისლანდიიდან.
დუსელდორფი-თბილისის ჩარტერული რეისით საქართველოში დაბრუნდნენ ის მოქალაქეები, რომლებიც ზემოთ აღნიშნულ ქვეყნებში ყოფნის რეჟიმს აღარ აკმაყოფილებდნენ. ავიარეისის დაგეგმვა საქართველოს შინაგან საქმეთა...
როგორც ცნობილია COVID-19-ის გავრცელებასთან დაკავშირებით მსოფლიოში დაწესებული მკაცრი რეგულაციების, შეზღუდვებისა და ფრენების გაუქმების გამო, საქართველოს ბევრი მოქალაქე დარჩა საზღვარგარეთ და ვერ ახერხებს საქართველოში დაბრუნებას.
საქართველოს მთავრობამ აღნიშნული პრობლემის რეგულაციული მართვის და მოქალაქეთა ეფექტური დახმარებისთვის გარკვეული ქმედითი მექანიზმები შეიმუშავა. მათ შორის ერთ-ერთი მათგანი უცხოეთში მყოფი...
ბელგიაში მცხოვრები საადვოკატო ფირმის თანამშრომელი, არასამთავრობო ორგანიზაციების ქართველ ემიგრანტთა საერთაშორისო ცენტრის (ბრიუსელი) და “ემიგრანტის სახლის” (თბილისი) დამფუძნებელი და თავმჯდომარე “STOP Corruption” დამფუძნებელი და თავმჯდომარე ანა ბალამწარაშვილი 2013 წელს ბელგიელი ინვესტორის ემილ რენიერის კუთვნილი ქონების მითვისების შესახებ სკანდალურ ფაქტებს ასაჯაროვებს და იურისტთა ასოციაციის პრეზიდენტს დავით ასათიანს მიმართავს:
,, ბატონო დავით , 2011 წელს...
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში მორიგი ცვლილება განხორციელდა. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ აფხაზეთის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მინისტრის თანამდებობაზე ალიონა ჩხოტუა დანიშნა.
ახლად დანიშნული მინისტრი გიორგი ჯინჭარაძემ დღეს სამინისტროს თანამშრომლებს პირადად წარუდგინა.
ალიონა ჩხოტუა 1976 წელს გაგრაში დაიბადა. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის...
საქართველოს მოქალაქის პასპორტი საერთაშორისო რეიტინგში კიდევ ხუთი პოზიციით დაწინაურდა. საკონსულტაციო კომპანია Henley&Partners-ის ინფორმაციით, საქართველო მსოფლიოში 48-ე ადგილზეა.წინა ანგარიშის მიხედვით, საქართველო 53-ე პოზიციას იკავებდა, უფრო ადრე კი, 68-ე ადგილს.
ვებგვერდის მონაცემებით, საქართველოს მოქალაქეებს უვიზოდ ან გამარტივებული პროცედურებით მოგზაურობა მსოფლიოს 112 ქვეყანაში შეუძლიათ.Henley&Partners-ის რეიტინგში პირველობას იაპონია და სინგაპური ინაწილებენ, რომელთა მოქალაქეებს მოგზაურობა გამარტივებული პროცედურებით...

































