,, ბატონო დავით , 2011 წელს ტარიელ მურმანიშვილი შესახლებული იქნა საკანში იმის გამო რომ თაღლითურად ცდილობდა თავის თანამზრახველ აკაკი კახაძესთან (ზონდერი მეტსახელად “პოლკოვნიკა”) მიეთვისებინა ბელგიელი ბიზნესმენის ემილ რენიერსის კუთვნილი ქონება(თბილისში), ამას წინ უძღოდა შანტაჟი და მუქარა ჩემზე, რენიერსზე, და ცალკე კიდე თანხას მძალავდნენ ორივე ნაძირალა მაშინდელი მაღალჩინოსნების სახელით, კახაძემ ითანამშრომლა გამოძიებასთან (არავითარი ზეწოლა არ ყოფილა რადგან მათი კაცი იყო,უბრალოდ გაიშიფრა),ამის შემდგომ მოხდა ხელისუფლების ცვლილება და ისევ გაოცებული დავრჩი,ეს თაღლითი “პოლიტპატიმართა” სიაში ვიხილე,უამრავი ჟურნალისტი გვიკავშირდებოდა კომენტარისთვის რას ვფიქრობდით? ყველაფერს გარდა იმისა რომ ამ სტატუსის დაწერა მომიხდებოდა?!
როგორ მოხვდა თაღლითი მურმანიშვილი ამ სიაში წესიერი და ნამდვილი რეპრსირებულების გვერდით? პარლამენტის წევრ ზაქარია (ხმების ქურდი)ქუცნაშვილის დახმარებით,დღემდე მისი კანტორის მსახურია ეს “დიდი ადვოკატი”!
ტარიელ მურმანიშვილს არანაირი პროცესი არ მოუგია,არანაირი,ის უბრალოდ ადვოკატად ავიყვანე ჩემს ფირმაში,შემდეგ ჩემი ადვოკატი რომელმაც მაართლა მოიგო ეს პროცესი ბონდო ვათიაშვილი დაკავებული იქნა ზუსტადაც რომ პოლიტიკური ნიშნით,ხოლო ადვოკატი ნუგზარ სალია პირდაპირი მნიშვნლობით და კატეგორიული მოთხოვნით “მაღლიდან”!!!!!!! ადვოკატი მჭირდებოდა სისხლში და მურმანიშვილი დავსვი,სულ ორ პროცესს დაესწრო და ორივეზე დუმილის უფლებით ისარგებლა როორც ადვოკატმა, მან მე კახაძესთან ერთად იარაღის მუქარით და მერაბშვილის დავალებით(როგორც ისინი ამბობდნენ) ხელი მომაწერინა საადვოკატო ხელშეკრულებას და როგორც შემდგომ აღმოჩნდა ქონების ნახევარს ითხოვდა,არ არსებული ქონების და რაც მთავარია მე არაუფლებამოსილ პირს!
ამის შემდგომ ეს “დევნილი და რეპრესირებული”,რომელმაც ისარგებლა საკმაოდ სარფიანად ამ სტატუსით იწყებს იმ
საქმის გაგრძელებას რისთვისაც ვითომ ტყუილად იხდიდა სასჯელს და უკვე ასრულებს “შედეგით” (მისთვის),ანუ წაართვა ბელგიელს ქონებისბ 70%(სამოცდაათი) ,ის პირდაპირ აშანტაჟებდა და ემუქრებოდა უკვე ახალი მთავრობის წევრებისგან დევნით და ეს გახდა მიზეზი რენიერსის საავადმყოფოში მოხვედრის,რის შემდგომაც მურმანიშვილმა საქმის ბოლომდე მისაყვანად არაფერი “დაიშურა” და უკვე რენიერსის ცოლ-შვილს ღიად ემუქრებოდა,ამაზე ჩვენებაც დევს პროკურატურაში, მოკლედ ქუცნაშვილის და სხვათა დახმარებით ეს ქონება იქნა მითვისებული,და სასწრაფოდ ჩუქების წესით გადაფორმებლი მისივე ძმაზე ფრიდონ მურმანიშვილზე!
ჰო რაც მთავარია,ხელშეკრულებაში რითიც გადაიფორმა ქონება ამ თაღლითმა მიუთითა რომ თურმე რენიერსის “ცრუ ჩვენების” გამო იხდიდა სასჯელს და ზარალი მიუღია მატერიალური რომელიც ასევე თავად დაადგინა სავარაუდოდ ქუცნაშვილთან ერთად,რადგან ეს უკანასკნელი დაინტერსებული მხარეა!
ბატონო დავით,ეხლა მე ვეკითხები კომისიის წევრებს და პირადად დიმიტრი ხაჩიძეს რა შეისწავლა და რის საფუძველზე დადო დასკვნა?!!!!
როცა დღესაც დავა მიდის ამ ქონებაზე და პროკურატურიდან პასუხს ველოდებით!
ადვოკატობა ჩემთვის ძალზედ პატივსაცემი პროფესიააა,ამიტომ სიფრთხილეა საჭირო,როცა ხალხ გებულობს რომ
ადვოკატთა ასიციაციაში შექმნილმა კომისიამ თაღლითს “გაუპრავა” მოპარული სტატუსი ,სულ
მინიმუმ უხერხულია!
საინტერესოა როგორ დევნიდა ბიზნესმენი,ინვესტორი ემილ რენიერსი და მისი ოჯახი თაღლით მურმანიშვილს?!!!!
ბატონო დავით მე მაინც ვფიქრობ რომ კომისიის დანიშნულება საქმის შესწავლა და თუნდაც ერთი რაიმე გადაცდომის ან ახალი გარემოების აღმოჩენაა და არა თაღლითისთვის მტკიცებულების შექმნა რომ მან დასაშვები მეთოდები გამოიყენა სხვისი ქონების მისათვისებლად!
ადვოკატს უნდა ენდობოდე ბოლომდე!
დასკნა თქვენთვის და საზოგადოებისთვის მიმინდვია!
პატივისცემით
ანა ბალამწარაშვილი
ბელგია
პ.ს თუ თაღლითი “პოლიტიკურ დევნილად” ითვლება,დამნაშავე ვინაა?ქონება წართმეული ჰო? ჩამოვალთ და დაგვაპატიმრეთ ბატონო ეგება ასე მაინც დაუბრუნოთ ოცნების ხელისუფლებაში ყოფნისას (2014 წლის 3ივნისი) თაღლითურად მითვისებული ქონება ბელგიელ ბიზნესმენს!