საბერძნეთი: ალექსის ციპრასის მინისტრთა კაბინეტს ნიკოს ტოსკასი დაემშვიდობა

0
1653

საბერძნეთის საზოგადოებრივი წესრიგის მინისტრი ნიკოს ტოსკასი თანამდებობიდან გადადგა, – იუწყება Associated Press.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ტოსკასს ოპოზიცია აკრიტიკებდა და ტყის ხანძრებთან ბრძოლისას უმოქმედობაში ადანაშაულებდა.

ტოსკასის თქმით, მან რამდენიმე დღის წინაც დაწერა განცხადება თანამდებობიდან წასვლის შესახებ, რომელიც ქვეყნის პრემიერმა არ დააკმაყოფილა. ამჯერად კი, ალექსის ციპრასმა მინისტრის თხოვნა გაითვალისწინა.

საბერძნეთში ტყის ხანძრებისას დაღუპულთა რაოდენობა 91-მდე გაიზრდა, დაშავდა 200-მდე ადამიანი.