ევროკომისიამ საბერძნეთს იმიგრანტების სამედიცინო დახმარების,თარჯიმნისა და კვებისთვის 37,5 მილიონი ევრო გამოუყო

0
3622

ევროკომისიამ საბერძნეთს მიგრანტების პირობების გაუმჯობესებისთვის, 37,5 მილიონი ევრო გამოუყო. აღნიშნული თანხა საბერძნეთმა მიგრანტებისთვის სამედიცინო დახმარების, თარჯიმნისა და კვებისთვის უნდა გამოიყენოს.

ევროკომისია 6,4 მილიონ ევროს მიგრაციის საკითხებში საერთაშორისო ორგანიზაციასაც გამოუყოფს. ევროკავშირმა მიგრანტების პრობლემების მოსაგვარებლად, 2015 წლიდან დღემდე 1,6 მილიარდი ევრო გამოყო.