ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის ვებგვერდზე დასრულდა გამოკითხვა 2018 წლის საუკეთესოების გამოსავლენად მამაკაც და ქალ ძალოსნებს შორის. გამოკითხვაში 30 000-მდე ადამიანი მონაწილეობდა. მამაკაცებს შორის საუკეთესოდ, როგორც მოსალოდნელი იყო, ქართველი სპორტსმენი ლაშა ტალახაძე დასახელდა. ქართველმა სპორტსმენმა დაახლოებით 17,800 ხმა მიიღო. მეორე ადგილზე გავიდა ირანელი სოჰრაბ მორადი, მესამეზე კი – ინდონეზიელი ეკო იული ირავანი. ქალებს შორის...
17 ნოემბერს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, საზღვარგარეთ არსებული საკვირაო სკოლებისათვის შექმნილი სახელმძღვანელოს პრეზენტაცია გაიმართა. სპეციალური სამსაფეხურიანი სახელმძღვანელო, რომელიც  მშობლიური ენის სწავლებასთან ერთად მოიცავს საქართველოს ისტორიის, გეოგრაფიისა და კულტურის საკითხებს, საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით შეიქმნა. მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა...
  sputnik-georgia.com -ის რუბრიკა „ქართველები უცხოეთში“  ნიუ-იორკში „ჩავიდა“, რათა იქ ჟურნალისტმა თეონა გოგნიაშვილმა  ულამაზესი და წარმატებული ახალგაზრდა ქალბატონი  გაგაცნოთ. მისი ამბავი კონკიას ზღაპარივითაა: 16 წლის ასაკში მისი კერპის მარია შარაპოვას მსგავსად თმა ქერად შეიღება და გარეგნულად საყვარელ ჩოგბურთელს დაემსგავსა, თუმცა, არა მხოლოდ გარეგნულად. © PHOTO: COURTESY OF DIANA DAVITAIA დიანა დავითაია დიანა დავითაიამ ჩოგბურთის...
ათენის ქართველ მიგრანტთა საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელის ავთანდილ გიუნაშვილის განცხადებით ქართველი ემიგრანტების უმრავლესობა თავს სოციალურ-ეკონომიკურ დევნილად მიიჩნევს: ,, სრული პასუხისმგებლობით შემიძლია განვაცხადო რომ ქართველი ემიგრანტების (საქართველოს საზღვრებს გარეთ მაცხოვრებელი მოქალაქეების) უმრავლესობა საკუთარ თავს ფაქტიურად სოციალურ-ეკონომიკურ დევნილად (იძულებით გადაადგილებულ პირად) მიიჩნევს,რაც ვფიქრობ საკმაოდ დასაფიქრებელი საკითხია საქართველოს ხელისუფლებისა და პროფილური საზოგადოებრივი გაერთიანებებისთვისაც." მისი მოსაზრებით...
ქართველი ლეგიონერი საბა გოგლიჩიძე „უდინეზეს“ ფეხბურთელია – საქართველოს ნაკრების მცველმა კონტრაქტი 2030 წლამდე გააფორმა – ინფორმაციას იტალიის სერია A-ს კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.„ჩვენი დაცვის აწმყოსა და მომავლის გარანტია – საბა გოგლიჩიძე „უდინეზეს“ ახალი ფეხბურთელია, მან კლუბთან ხუთწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. ის თანამედროვე მცველია, შესანიშნავი ფიზიკური მონაცემებით, ამავდროულად, ტექნიკური...
"ჩემი ცხოვრება კონკიას ზღაპარს ჰგავს" - 10-წლიან ემიგრაციაში მყოფი წითელთმიანი გოგონა საქართველოდან- მეგა ტივიმ ამ სახელწოდებით ცისნამი საყვარლიშვილის შესახებ ძალიან საინტერესო სიუჟეტი მოამზადა. სადაც მეგატივი წარმატებულ ემიგრანტს, ცისნამი საყვარლიშვილს გაგაცნობთ. იგი 10 წელია ემიგრაციაშია. საკმაოდ ბევრი დაბრკოლების გადალახვა მოუწია. დეტალები ნახეთ ქეთი გელაშვილის სიუჟეტში. https://www.youtube.com/watch?time_continue=32&v=rluapYRPUOk  
ცხოვრება მართლაც რომ მოულოდნელობებითაა სავსე. წლების წინ, ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ემიგრანტი ვიქნებოდი იტალიაში და რომში მომიწევდა ცხოვრება და თანაც ფრანგ გოგონასთან ერთად ერთჭერქვეშ. მარლინი საფრანგეთიდან იტალიაში ჩამოვიდა სასწავლებლად, წინაპრები იტალიელები ჰყავს,ასე რომ, ცოტა იტალიური იცოდა. ბინას ეძებდა და ჩვენ ქართველებმა შევიკედლეთ. როგორც დავინახე ჩემს შვილს მივამსგავსე და მაშინვე...
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საკარანტინო პირობებთან დაკავშირებით დეტალურ ინფორმაციას ავრცელებს: ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოდან 5 ქვეყნისთვის (გერმანია, საფრანგეთი, ესტონეთი, ლატვია და ლიეტუვა) საქართველოს სახელმწიფო საზღვარი იხსნება იმ პირობით, რომ ამ ქვეყნის მოქალაქეებმა საქართველოში შემოსვლისას უნდა წარმოადგინონ ბოლო 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR ტესტის პასუხი ან აეროპორტში განთავსებულ ლაბორატორიაში,...
ჩვენი ახალი ინიციატივის მიხედვით, ჩვენ მნიშვნელოვნად გავამარტივებთ მოქალაქეობის მიღების პროცედურებს დიასპორის წარმომადგენლებისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა  მამუკა ბახტაძემ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა. შეგახსენებთ რომ კანონპროექტი „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში შესატანი ცვლილებების შესახებ პარლამენტში უკვე ინიცირებულია პლენარულ სხდომაზე განხილვის სავარაუდო ვადად  1 ივლისიდან – 21 სექტემბერმდე პერიოდი დასახელდა.
დიდი ბრიტანეთის საგარეო დაზვერვის, მსოფლიოში MI6-ის სახელით ცნობილი სამსახურის უფროსად 47 წლის ბლეიზ მეტრეველი დაინიშნა. წარმოშობით ქართველი ბლეიზ მეტრეველი პირველი ქალია, რომელიც ბრიტანეთის საგარეო დაზვერვას უხელმძღვანელებს. ინფორმაცია MI6-ის უფროსად ბლეიზ მეტრეველის დანიშვნის შესახებ 15 ივნისს გამოქვეყნდა დიდი ბრიტანეთის მთავრობის საიტზე. პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა განაცხადა, რომ...