ავთანდილ გიუნაშვილის განცხადებით ქართველი ემიგრანტების უმრავლესობა თავს სოციალურ-ეკონომიკურ დევნილად მიიჩნევს

0
3255

ათენის ქართველ მიგრანტთა საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელის ავთანდილ გიუნაშვილის განცხადებით ქართველი ემიგრანტების უმრავლესობა თავს სოციალურ-ეკონომიკურ დევნილად მიიჩნევს: ,, სრული პასუხისმგებლობით შემიძლია განვაცხადო რომ ქართველი ემიგრანტების (საქართველოს საზღვრებს გარეთ მაცხოვრებელი მოქალაქეების) უმრავლესობა საკუთარ თავს ფაქტიურად სოციალურ-ეკონომიკურ დევნილად (იძულებით გადაადგილებულ პირად) მიიჩნევს,რაც ვფიქრობ საკმაოდ დასაფიქრებელი საკითხია საქართველოს ხელისუფლებისა და პროფილური საზოგადოებრივი გაერთიანებებისთვისაც.”

მისი მოსაზრებით აღნიშნულ საკითხს ხელისუფლებამ უნდა მიაქციოს ყურადღება და არსებული  მოცემულობა ემიგრაციის მიმართ სტრატეგიული პოლიტიკის განხორციელებისას მთავარ საორიენტაციო ინსტრუმენტად უნდა გამოიყენოს: ,, ტრადიციული სახელისუფლებო მიდგომა, რომ ემიგრაციაში წასვლა ადამიანის საერთაშორისო უფლებათა სფეროს განეკუთვნება და არჩევანის თავისუფლების სტანდარტის ერთ-ერთი ქმედითი გამოხატულებაა ვფიქრობ გონივრული იქნება შეიცვალოს!” -აცხადებს მიგრანტთა საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი და ფიქრობს რომ მის მოსაზრებას ემიგრანტების აბსოლიტური უმრავლესობა იზიარებს და ეთანხმება.