"ჩემი ცხოვრება კონკიას ზღაპარს ჰგავს" - 10-წლიან ემიგრაციაში მყოფი წითელთმიანი გოგონა საქართველოდან- მეგა ტივიმ ამ სახელწოდებით ცისნამი საყვარლიშვილის შესახებ ძალიან საინტერესო სიუჟეტი მოამზადა. სადაც მეგატივი წარმატებულ ემიგრანტს, ცისნამი საყვარლიშვილს გაგაცნობთ. იგი 10 წელია ემიგრაციაშია. საკმაოდ ბევრი დაბრკოლების გადალახვა მოუწია. დეტალები ნახეთ ქეთი გელაშვილის სიუჟეტში. https://www.youtube.com/watch?time_continue=32&v=rluapYRPUOk  
ათენის ქართველ მიგრანტთა საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი ავთანდილ გიუნაშვილი ახალი ინიციატივით გამოდის და უცხოეთში მცხოვრებ ქართველებს ქართული კულტურის პოპულარიზაციის მხარდაჭერისკენ და მათი უცხოელი მეგობრების, ადგილსამყოფელ ქვეყნებში  დაგეგმილ ქართულ კულტურულ ღონისძიებებზე დასწრებისკენ მოუწოდებს. საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელის აზრით უცხოეთში ჩატარებული კონცერტები სადაც ქართველი შემსრულებლები წარმოადგენენ ქართულ მუსიკალურ და ქორეოგრაფიულ ხელოვნებას მათში საქართველოს...