მაისში 14.2 პროცენტით გაიზარდა საქართველოში ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ და 424,514 შეადგინა, რაც 64,770-ით მეტია 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ინფორმაცია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიაწოდა. ტურიზმის ადმინისტრაციის ცნობით, მაისში საქართველოში 723,160 საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტი შედგა.
ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +14.2%-ია....
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2019 წელს საქართველოდან ხილისა და ბოსტნეულის წვენების 6455 ტონა პროდუქტის ექსპორტი განხორციელდა, რაც თანხებში 7,216 მლნ ლარს შეადგენს.
რაც შეეხება ტოპ -10 ქვეყანას, სადაც პროდუქტის ექსპორტი განხორციელდა, ასე გამოიყურება:
გერმანია - 2082 ტონა ( 1,925 მლნ აშშ დოლარი)
აშშ - 1327,1 ტონა ( 1,791 მლნ აშშ...
2018 წლის პირველი კვარტლის შეფასების მიხედვით, საქართველოს ფოსტა EMS-ს მომსახურების ხარისხის კუთხით მსოფლიო რეიტინგში მეორე, ხოლო ევროპის მასშტაბით პირველ ადგილს იკავებს. საფოსტო ოპერატორებს აფასებს დამოუკიდებელი საერთაშორისო აუდიტორიული კომპანია PWC-ი, მსოფლიო საფოსტო კავშირის EMS გაერთიანების მიერ დადგენილი სპეციალური საოპერაციო და ხარისხის სტანდარტების შესაბამისად - „ჩვენთვის მეტად საამაყო შედეგია მსოფლიოს 180 საფოსტო ოპერატორს შორის დაიკავო მეორე ადგილი, ხოლო ევროპაში იყო პირველი. ამისათვის მადლობა...
სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის საგრანტო პროგრამაზე ბიზნესიდეების მიღება დაიწყო.
პროგრამის ფარგლებში, ნებისმიერ სრულწლოვან მოქალაქეს ეძლევა შესაძლებლობა საკუთარი ბიზნესიდეა აქციოს წარმატებულ საქმიანობად, ან განავითაროს არსებული ბიზნესი.
სააგენტოს ინფორმაციით, ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროგრამის ბიუჯეტი 40 მილიონ ლარამდე გაიზარდა და...
საქსტატის მონაცემებით, 2018 წლის იანვარ-მაისში ევროკავშირის ქვეყნებთან საქართველოს სავაჭრო ბრუნვა 1 342.8 მლნ. აშშ დოლარი იყო, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 23%ით მეტია. აქედან ექსპორტი 295.7 მლნ. აშშ დოლარი იყო (13.7%-ით მეტი), ხოლო იმპორტი 1 047.1 მლნ. აშშ დოლარი (25.9 %-ით მეტი).
2018 წლის იანვარ-მაისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 4 895.6 მლნ. აშშ დოლარი...
იმედის კვირის რეპორტაჟის თანახმად იმერული ყველის და მეგრული სულგუნის საბერძნეთის ბაზარზე გატანა, ქართველ ფერმერებს ემიგრაციაში წასულმა ბებიამ და შვილიშვილმა დაასწრეს.
ირინა როსტიაშვილისა და ფოთოლა ორველაშვილის წარმატებული ბიზნესის ისტორია სამი წლის წინ, ერთი ძროხით დაიწყო. ამჟამად ქართულ - ბერძნულ საოჯახო ფერმაში, ჰოლანდიიდან და გერმანიიდან ჩამოყვანილი ძროხების რძით, ყველს ქართული ტექნოლოგიით ამზადებენ. ისომაში...
შვედეთში საქართველოს საელჩოს მიერ ინიცირებული კონკურსი -„შვედეთის საუკეთესო კერძი“ დაიწყო , რომლის გამარჯვებულიც ქართული სამზარეულოსა და ღვინის შესასწავლად საქართველოში ტურით დაჯილდოვდება.
პროექტი სტოკჰოლმის საგამოფენო ცენტრთან Stockholmsmassän თანამშრომლობით, სსიპ "ღვინის ეროვნული სააგენტოს"და "საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის" მხარდაჭერით ხორციელდება.
მიმდინარე წლის 4 აპრილიდან სექტემბრამდე, ჟიურის წევრები შეარჩევენ ყოველი თვის გამარჯვებულს. ისინი ერთმანეთს 9 სექტემბერს, ე.წ. Stockholm Street Food ფესტივალის ფარგლებში შეეჯიბრებიან, რის შედეგადაც ორი ფინალისტი გამოვლინდება. ფინალი...
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, ელექტრონული კომერციის წამყვან B2B პლატფორმაზე - Alibaba.com ქართული კომპანიების განთავსება იწყება.
პირველ ეტაპზე, პლატფორმაზე 50-მდე ქართული კომპანიის რეგისტრაცია იგეგმება. სააგენტო სრულად დაფარავს წლიურ საწევრო გადასახადს და პროდუქციის პოპულარიზაციისა და პლატფორმაზე განთავსებასთან დაკავშირებულ სხვა ხარჯებს....






























