გერმანიის ლტოლვილთა და მიგრანტების ფედერალური ოფისის (BAMF) სტატისტიკის მიხედვით, 2018 წლის მაისში საქართველოდან თავშესაფრის მიღების მსურველთა რაოდენობა შემცირდა. BAMF-ის სტატისტიკით, თუ 2018 წლის აპრილში გერმანიაში ლტოლვილის სტატუსი 700-მდე ქართველმა მოითხოვა, მაისში ეს რიცხვი 176-მდე შემცირდა. მთლიანად კი 2018 წლის იანვარ-მაისის სტატისტიკით, BAMF-ის ინფორმაციით 5 თვეში ლტოლვილის სტატუსი საქართველოს 2 263-მა...
მიგრაციის საკითხთან დაკავშირებით, ბელგიის პრემიერმინისტრ შარლ მიშელს მკაცრი კონტროლის დაწესების პოზიცია აქვს, მისი განცხადებით, "შენგენის" ზონაში თავისუფალი გადაადგილების შესანარჩუნებლად, ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა უნდა განახორციელონ მკაცრი სასაზღვრო კონტროლი. "ჩვენ რამდენიმე პრიორიტეტი გვაქვს. უპირველეს ყოვლისა თუ გვსურს შევინარჩუნოთ თავისუფალი გადაადგილება შენგენის ზონაში, მაშინ მკაცრად უნდა ვაკონტროლოთ გარე საზღვრები. მეორე პრიორიტეტი კი ის არის,...
  ევროკავშირის სამიტზე წევრი სახელმწიფოების ლიდერებმა საიმიგრაციო კრიზისთან დაკავშირებით ერთობლივ პოლიტიკაზე შეთანხმება მოახერხეს. ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, დონალდ ტუსკმა სოციალურ ქსელში დაწერა. BBC-ის ინფორმაციით, შეთანხმების ერთ-ერთი პუნქტი შეეხება ზღვაზე გადარჩენილი მიგრანტებისთვის ცენტრების გახსნას ევროკავშირის იმ ქვეყნებში, რომლებიც ამას დათანხმდებიან. გარდა ამისა, ევროკავშირი აპირებს ჩრდილოეთ აფრიკის ერთ-ერთ ქვეყანაში გახსნას ლტოლვილთა ბანაკი, რათა...
შვედეთში  ქალაქ კალიქსში საქართველოს მოქალაქის მკვლელობის შესახებ ინფორმაცია ადგილობრივი მედიის მიერ  გავრცელდა.  შვედეთის მხრიდან გამოძიებამ 24 ოქტომბერს მომხდარი დანაშაულის ადგილი დაადგინა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მკვლელობა შენობაში მოხდა. მათივე ცნობით, დანაწევრებული ცხედარი მდინარის ნაპირას ადგილობრივმა მაცხოვრებელმა აღმოაჩინა. სამართალდამცველებმა 2 ნოემბერს დანაწევრებული სხეულის კიდევ რამდენიმე ნაწილი აღმოაჩინეს. 14 ნოემბერს კი, გამოძიებაში ქართველი...
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ბოლო რეგულაციიით საქართველოს მოქალაქის საქართველოდან გამგზავრების შესახებ განმარტებულია რომ - საქართველოს მოქალაქეს შეუძლია გამგზავრება იმ ქვეყნებში, რომლებმაც დათქმით გახსნეს საზღვრები მიმღები ქვეყნის მიერ დადგენილი რეგულაციის შესაბამისად. საქართველოს...
ავსტრიამ  საზღვრებზე დროებითი კონტროლი შემოიღო. ამის შესახებ Oberösterreichische Nachrichten-ი წერს. ვენაში აცხადებენ, რომ ამის მიზეზი ქალაქ ინსბრუკში დაგეგმილი შეხვედრაა, რომელსაც ევროკავშირის შინაგან საქმეთა მინისტრები დაესწრებიან. შეზღუდვები მოქმედებს გერმანიისა და ავსტრიის, ასევე, იტალიისა და ავსტრიის სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე. მძღოლები ვალდებულები არიან სვლა შეანელონ და ვიზუალური კონტროლი გაიარონ.
საქართველოს პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ზვიად კვაჭანტირაძემ საფრანგეთში ვიზიტის ფარგლებში სტრასბურგთან ახლოს დაკრძალული ქართველი თანამემამულის იურისტის, მეცნიერის, საერთაშორისო სამართლის დარგის სპეციალისტის, ევროპის ხალხთა კონგრესის პრეზიდენტის, ევროპის ფედერალისტური მოძრაობის ცენტრალური კომიტეტის წევრის, ევროპული ფორმაციის ინტერნაციონალური ცენტრის ბიუროს ვიცე–პრეზიდენტის, სპორტსმენის, მთამსვლელის და  "აკადემიური პალმის" ჯილდოს კავალერის მისელ მუსხელის (მიხეილ მუსხელიშვილის)...
  ევროკავშირის სასაზღვრო სამსახურის თანამშრომლები პირველად შეუდგნენ მუშაობას ევროკავშირის არაწევრ ქვეყანაში. 22 მაისიდან „ფრონტექსის“ მესაზღვრეები ალბანეთ-საბერძნეთის საზღვარზე გამოჩნდნენ. მოგვიანებით ევროკავშირის სასაზღვრო სამსახური მუშაობას ბალკანეთის მარშრუტის სხვა ქვეყნებშიც გეგმავს. როგორც მიგრაციის საკითხებში ევროკომისარმა, დიმიტრის ავრომოპულოსმა განაცხადა, ევროკავშირის სასაზღვრო სამსახურმა უფრო მჭიდროდ უნდა დააკავშიროს ბალკანეთის რეგიონი ევროკავშირთან. მისივე თქმით, ეს ისტორიული ნაბიჯია მიგრაციის...
გერმანია და ესპანეთი საიმიგრაციო კრიზისთან ბრძოლის პროცესში აფრიკასთან თანამშრომლობის მომხრეები არიან. ამის შესახებ ორი ქვეყნის ლიდერმა ბერლინში, საიმიგრაციო კრიზისთან დაკავშირებით გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა. ოფიციალური ბერლინი და მადრიდი 28 ივნისს დაგეგმილი სამიტის ფარგლებში აღნიშნულ საკითხს განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობენ. ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ევროკავშირში არსებული საიმიგრაციო კრიზისის აღმოსაფხვრელად აფრიკულ სახელმწიფოებთან თანამშრომლობა...
   უნგრეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ზაზა კანდელაკი  უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრის პიტერ სიიარტოს წარდგინებითა და უნგრეთის პრეზიდენტის იანოშ ადერის განკარგულებით, ქართულ -უნგრული  ურთიერთობების განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის კომანდორის ჯვრით - უნგრეთის ღირსების ორდენით დაჯილდოვდა. საქართველოს ელჩს ღირსების ორდენი გადასცა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ჟოლტ ჩუტორამ. საზეიმო ღონისძიებას ესწრებოდნენ უნგრეთის საგარეო უწყების და...