ჩეხეთი არ მიიღებს ევროკავშირში ხმელთაშუა ზღვით ჩასულ არც ერთ მიგრანტს

0
1336

ჩეხეთი არ მიიღებს ევროკავშირში ხმელთაშუა ზღვით ჩასულ არც ერთ მიგრანტს, რადგან ქვეყანა  უკრაინელ მიგრანტებს იღებს. Radio Praha-ს ცნობით, ამის შესახებ ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა, ანდრეი ბაბიშმა იტალიაში გამგზავრებამდე განაცხადა.

ბაბიშის თქმით, არალეგალური მიგრაციის შესაწყვეტად, საჭიროა ყოვლისმომცველი სამოქმედო გეგმა, რომელსაც ის იტალიასა და მალტაში ვიზიტისას განიხილავს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ჩეხეთის პოლიციამ 2018 წლის პირველი ექვსი თვის განმავლობაში 2376 არალეგალი მიგრანტი დააკავა. გასულ წელს კი, ჩეხეთმა გააძევა უკრაინის 1000 მოქალაქე, რომლებიც ქვეყანაში არალეგალურად მუშაობდნენ.

ოფიციალური მონაცემებით, ჩეხეთში კანონიერად 70 ათასი უკრაინელია დასაქმებული.