2019 წლიდან ევროკავშირის ახალი პროგრამით საბერძნეთის,უნგრეთის და ლატვიის აეროპორტებში მგზავრებს სიცრუის დეტექტორის გავლა მოუწევთ. 4,5 მილიონიან პროექტს iBorderCtrl ჰქვია და მისი მიზანი ოფიციალურად ევროკავშირის საზღვრებთან შეყოვნების დროის შემცირებაა. პროექტის ავტორების განცხადებით ხელოვნური ინტელექტის მქონე სიცრუის დეტექტორები  დანაშაულთან  და ტერორიზმთან საბრძოლველად ყველაზე ეფექტური საშუალება იქნება. პირველი ეტაპის შემდგომ გაერთიანებული სამეფო, პოლონეთი, გერმანია და კვიპროსი ასევე გეგმავენ...
ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში, 2018 წლის პირველ კვარტალში თავშესაფარი 131 ათასმა ადამიანმა მოითხოვა. ევროსტატის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, ეს წინა კვარტლის მაჩვენებელთან შედარებით 15%-ით ნაკლებია. 2017 წლის მეოთხე კვარტალში ევროკავშირში 154 ათასი თავშესაფრის მაძიებელი დარეგისტრირდა. ევროსტატის მონაცემებით, იმ პირთა შორის, ვინც 2018 წლის პირველ კვარტალში ევროკავშირში თავშესაფარი მოითხოვეს, 4%-ს საქართველოს მოქალაქეები შეადგენენ. ევროსტატის ოფიციალურ...
ალბანური დანაშაულებრივი სინდიკატი, თურქული კრიმინალური დაჯგუფებები, ლიბანური მაფია და "ვაინახელი პარტიზანები" "ქართველთა ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფებები კვლავაც რჩებიან ევროკავშირის არაწევრი იმ ერების რიცხვში, რომლებიც ყველაზე ხშირად არიან ჩართული სერიოზულ და ორგანიზებულ დანაშაულებში ევროკავშირის ტერიტორიაზე. ისინი განსაკუთრებით აქტიურობენ საბერძნეთში, გერმანიაში, იტალიასა და ესპანეთში", - ევროკომისიის დასკვნიდან, დეკემბერი, 2017წ.  "თუ ქართველები ბანდიტობენ, სხვებთან ერთად ბანდიტობენ,...
საბერძნეთის პოლიციამ არალეგალი მიგრანტების დახმარებისთვის საქმე აღძრა. აღნიშნულ ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო reuters-ი ავრცელებს. ბერზენი სამართალდამცავების სამიზნე არასამთავრობო ორგანიზაციის 33 თანამშრომელი მას შემდეგ გახდა რაც აღნიშნულმა ჯგუფმა 2019 წლის ივნისში სააბერძნეთის მიმართულებით დაიწყო საქმიანობა და მას შემდეგ საზღვრის გადაკვეთის მინიმუმ 32 ფაქტს გაუწიეს ორგანიზება,...
ესპანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი 46 წლის სოციალისტი, ევროფილი პოლიტიკოსი პედრო სანჩესია. ის ესპანეთის მოსახლეობას ახალი ეპოქის დაწყებას ჰპირდება. მაშინ, როცა იტალიის ახალი მთავრობა ღიად ევროსკეპტიკურია, ხოლო გაერთიანებული სამეფო ბრექსიტის სისრულეში მოყვანის პროცესშია, ესპანეთის პრემიერ-მინისტრად მემარცხენე-ცენტრისტ პედრო სანჩესს ირჩევენ – 46 წლის ევროფილ პოლიტიკოსს, რომელიც ესპანეთის სოციალისტური პარტიის ლიდერია. სანჩესი პირველი პრემიერია ევროპაში, რომლის მინისტრთა კაბინეტში 11 ქალია და 6 კაცი. ქეთი თუთბერიძის სიუჟეტი   https://www.youtube.com/watch?time_continue=89&v=oDUMQXfifyU
გავრცელებული ცნობით გერმანიის მოქმედმა ლიდერებმა  მიიღეს გადაწყვეტილება რომლის  მიხედვით გერმანია არალეგალ მიგრანტებს ავსტრიის საზღვრიდან აღარ შეუშვებს. ეს განადწვეტილება სავარაუდოდ გერმანიის პოლიტიკური კრიზისს დაასრულებს და   ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრი ჰორსტ ზეეჰოფერი თანამდებობაზე დარჩება, რომელიც გუშინ გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრის და ქრისტიან-სოციალური კავშირის ლიდერის  თანამდებობების დატოვებას აპირებდა. როგორც  BBC  წერს ზეეფოფერის თქმით, პარტნიორებმა მმართველ...
გერმანული გამოცემა „დოიჩე ველეს“ ცნობით, მიგრანტების დროებითი განთავსების ცენტრების გახსნის შესახებ მოლაპარაკებები ალბანეთთან მიმდინარეობს. ამის შესახებ ჟურნალისტებს ავსტრიის მთავრობის პრესსპიკერმა პეტერ ლაუნსკი-ტიეფენტალმა განუცხადა. ტირანაში ინფორმაციას ამ ეტაპზე არ ადასტურებენ. ალბანეთის ოპოზიცია კი ამტკიცებს, რომ მთავრობა ევროკავშირის მაღალჩინოსნებთან ფარულ მოლაპარაკებებს აწარმოებს და მიგრანტების დროებითი განთავსების ცენტრების გახსნის სანაცვლოდ, ალბანეთის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაჩქარებას ითხოვს. გერმანული...
2019 წელს გერმანიაში მცხოვრებმა უცხო ქვეყნების მოქალაქეებმა 13 მილიარდი ევროს ოდენობის სოციალური დახმარება მიიღეს, – ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული მედია ავრცელებს. ჟურნალისტების ცნობით, 2007 წელთან შედარებით, უმუშევარი უცხოელებისთვის გაცემული სოციალური დახმარების ოდენობა გაორმაგდა. გერმანიის შრომის ფედერალური სააგენტოს მონაცემებით, 2019 წლის აგვისტოში უმუშევრებისთვის დაწესებული სოციალური დახმარება გერმანიაში მცხოვრებმა ორმა მილიონმა...
ევროკომისიამ საბერძნეთს მიგრანტების პირობების გაუმჯობესებისთვის, 37,5 მილიონი ევრო გამოუყო. აღნიშნული თანხა საბერძნეთმა მიგრანტებისთვის სამედიცინო დახმარების, თარჯიმნისა და კვებისთვის უნდა გამოიყენოს. ევროკომისია 6,4 მილიონ ევროს მიგრაციის საკითხებში საერთაშორისო ორგანიზაციასაც გამოუყოფს. ევროკავშირმა მიგრანტების პრობლემების მოსაგვარებლად, 2015 წლიდან დღემდე 1,6 მილიარდი ევრო გამოყო.
ევროპის ქვეყნებში თავშესაფრის მაძიებელი ქართველები - ძნელია ვარაუდის დონეზე მაინც იმის გამოცნობა, ეს თემა რამდენ ხანს იქნება აქტუალური და, რაც მთავარია, პრობლემური. თვეში რამდენჯერმე ევროპული გამოცემები თავშესაფრის მაძიებელთა ახალ-ახალ სტატისტიკას აქვეყნებენ და ყოველი მომდევნო წინაზე საგანგაშოა. ამ მხრივ განსაკუთრებით აქტიურობს და არასახარბიელო მონაცემებს აქვეყნებს გერმანული მედია. ქართული საზოგადოების ნაწილის ვერსიით,...