2019 წლიდან ევროკავშირის ახალი პროგრამით საბერძნეთის,უნგრეთის და ლატვიის აეროპორტებში მგზავრებს სიცრუის დეტექტორის გავლა მოუწევთ

0
4322

2019 წლიდან ევროკავშირის ახალი პროგრამით საბერძნეთის,უნგრეთის და ლატვიის აეროპორტებში მგზავრებს სიცრუის დეტექტორის გავლა მოუწევთ. 4,5 მილიონიან პროექტს iBorderCtrl ჰქვია და მისი მიზანი ოფიციალურად ევროკავშირის საზღვრებთან შეყოვნების დროის შემცირებაა. პროექტის ავტორების განცხადებით ხელოვნური ინტელექტის მქონე სიცრუის დეტექტორები  დანაშაულთან  და ტერორიზმთან საბრძოლველად ყველაზე ეფექტური საშუალება იქნება.

პირველი ეტაპის შემდგომ გაერთიანებული სამეფო, პოლონეთი, გერმანია და კვიპროსი ასევე გეგმავენ ამ პროექტში მონაწილეობას. პროექტის ორგანიზატორების თქმით, ამ ტექნოლოგიას აქვს უნიკალური შესაძლებლობა ამოიცნოს თაღლითობა, გააანალიზოს ადამიანის ემოციები და გაიგოს, იტყუება თუ არა მგზავრი. მიუხედავად სიცრუის დეტექტორის არსებობისა, მგზავრები, რომლებიც მაღალი რისკის შემცველად ითვლებიან, უფრო დეტალურ შემოწმებასაც გაივლიან.

მგზავრებს iBorderCtrl -ის გავლისას მოეთხოვებათ, რომ ატვირთონ პასპორტის ფოტო, ვიზა, ფინანსური უზრუნველყოფის საბუთი და ამის შემდეგ, კამერაში მგზავრობასთან დაკავშირებულ კითხვებს უპასუხებენ, მაგალითად, “რა არის შენს ჩემოდანში?”.